საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5628-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.016585
  • Word
5628-რს
27/12/2011
ვებგვერდი, 09/01/2012
310150000.05.001.016585
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც საავტომობილო გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.“.

მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი შეიძლება გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.“.

2. 127-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: პირუტყვის მესაკუთრეს არ უნაზღაურდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად პირუტყვის დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანი.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 27 დეკემბერი.

№5628რს