დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1193 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/12/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 31/12/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.009 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 442 მუხლი:
„მუხლი 442. უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა
1. საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.
2. სამკურნალო საშუალების მომზადების, წარმოების, ვარგისობის ვადების, შეძენის (შესყიდვის), შენახვის, აღრიცხვის, გაცემის (რეალიზაციის), ხარისხის კონტროლის, სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების, შეფუთვის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, ექსპორტ-იმპორტის, რეექსპორტის, განადგურების დადგენილი წესების დარღვევა ან/და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელება არასპეციალისტის მიერ, აგრეთვე ფალსიფიცირებული ან არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალების გასაღება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.
2. 208-ე მუხლს ციფრების „441“ შემდეგ დაემატოს ციფრები „442“.
3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე ნაწილი:
„38. ამ კოდექსის 442 და 45-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულებები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 18 დეკემბერი.
№1193_Iს
დოკუმენტის კომენტარები