საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 04/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.535
  • Word
4224
29/12/2006
სსმ, 2, 04/01/2007
020.080.000.05.001.002.535
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) 603მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 603. წყალდაცვითი ზოლებისა და სანიტარიული დაცვის ზონების კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა

1. წყალშემკრებზე წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს წყლის დაბინძურებას, ნიადაგის წყლისმიერ ეროზიას და სხვა მავნე მოვლენებს, –

გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას ას ლარამდე, იურიდიულ პირთა – ხუთას ლარამდე.

2. სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის განკუთვნილ სანიტარიული დაცვის ზონებსა და წყალდაცვით ზოლებში კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ორი ათასი ლარით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონაში, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორი ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ოთხი ათასი ლარით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4224–რს