საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 03/08/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 28/08/1987
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.024
  • Word
1370
03/08/1987
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 28/08/1987
020.000.000.05.001.000.024
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421; 1985 წ., №5, მუხ. 157; №10, მუხ. 370; 1986 წ., №6, მუხ. 140; 1987 წ., №6, მუხ. 151, 152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 106-ე, 107-ე, 112-ე, 113-ე, 128-ე, 130-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 106. რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

რკინიგზის ლიანდაგებზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მატარებელთა მოძრაობის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

რკინიგზის ლიანდაგის, დამცავი ტყის ნარგავების, თოვლსაფარის და სხვა საგზაო ობიექტების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა,

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დადგენილი გაბარიტების დაუცველობა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა ნებადაურთველ ადგილებში,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.

    მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა

სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

მატარებლის ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვისა და სხვა საგნების გადაყრა,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.

საგარეუბნო მატარებლის ვაგონებში (მათ შორის, ტამბურებში), ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებში, აგრეთვე მეტროპოლიტენში ნებადაურთველ ადგილას მოწევა,

გამოწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.“.

     „მუხლი 112. საზღვაო ტრანსპორტზე მოძრაობის წესების დარღვევა

გემების პორტში შესვლისა და პორტიდან გამოსვლის, საპორტო წყლებში გემების მოძრაობისა და დგომის წესების, აგრეთვე გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობის და გემიდან გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

საპორტო წყლებში საყვინთი სამუშაოების ჩატარება სათანადო ნებართვის გარეშე, ამ სამუშაოთა დროს სიგნალების მიცემის წესების დაუცველობა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

    მუხლი 113. საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა

საზღვაო ტრანსპორტზე სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

საზღვაო ტრანსპორტის გემების შიდა მოწყობილობის დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

საზღვაო ტრანსპორტის გემებზე ნებადაურთველ ადგილას მოწევა,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.“.

     „მუხლი 128. რკინიგზის, საზღვაო, საავტომობილო ტრანსპორტით და ელექტროტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა

რკინიგზის ტრანსპორტის საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ხელბარგით გადაზიდვის წესების დარღვევა,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

საზღვაო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა,

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, სამარშრუტო ტაქსით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადატანა, აგრეთვე მათი ბარგად ან შემნახველ საკანში ჩაბარება,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება შესაბამის სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.“.

     „მუხლი 130. უბილეთო მგზავრობა

მგზავრების უბილეთო გაფრენა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოც მანეთამდე.

მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

1) საგარეუბნო მატარებლით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი მანეთით;

2) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის მატარებლით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი მანეთით;

3) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი მანეთით;

4) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი მანეთით.

ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

1) საგარეუბნო მატარებლით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი მანეთით;

2) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის მატარებლით,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი მანეთით;

3) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი მანეთით.

4) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი მანეთით.

მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

1) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი მანეთით;

2) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი მანეთით.

ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

1) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ერთი მანეთით;

2) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი მანეთით.“.

2. 44-ე მუხლის პირველ ნაწილში და 115-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“.

3. 109-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება საჰაერო ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.“.

4. 118-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ რკინიგზის გადასასვლელების გავლის წესების დარღვევა (გადასასვლელზე შესვლა, როცა შლაგბაუმი დაკეტილია ან იწყებს დაკეტვას, შლაგბაუმის თვითნებურად გაღება ან მისთვის გვერდის აქცევა, რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთა ნებადაურთველ ადგილებში და სხვა დარღვევები)“.

5. 129-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 129. დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა

რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტით დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგის გადაზიდვა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი მანეთით.“.

6. 205-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრების „1031051 მუხლებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „108-ე მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით (სსრ კავშირის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს არაქვემდებარე აეროდრომებზე ან ასეთი აეროდრომების რაიონში ჩადენილი დარღვევებისათვის)“.

7. 209-ე მუხლის:

პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე მუხლით, 106-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე ნაწილებით, 107-109-ე მუხლებით, 113-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 116-126-ე მუხლებით, 127-ე მუხლით (მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ), 128-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 131-ე მუხლით (გარდა საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისა), 132-ე, 133-ე, 161-ე, 163-ე, 166-ე, 168-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 172-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-191-ე მუხლებით“;

მეორე ნაწილის პირველ პუნქტში სიტყვები „ამ კოდექსის 45-ე, 106-111-ე, 128-130-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კოდექსის 45-ე მუხლით“;

აღნიშნულ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე და მეოთხე აბზაცები:

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე ნაწილებით, 107-109-ე მუხლებით, 113-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, შინაგან საქმეთა ორგანოს (მილიციის) უფროსს და მის მოადგილეს, მილიციის სახაზო პუნქტის უფროსს. ამ კოდექსის 106-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 107-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, 113-ე მუხლის მეორე ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა გადახდებათ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს. მილიციის სახაზო პუნქტის უფროსის მიერ დადებული ჯარიმის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ოც მანეთს;

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 106-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 107-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, მილიციის სხვა მუშაკებს, რომელთაც ეკისრებათ ზედამხედველობა შესაბამისი წესების დაცვაზე, ამასთან ჯარიმა გადახდებათ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს.“.

8. 211-ე მუხლის:

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

სადგურის უფროსს და მის მოადგილეს, ვაგზლის უფროსს და მის მოადგილეს, სალოკომოტივო (სავაგონო) დეპოს უფროსს, სამგზავრო მატარებლის უფროსს (სამგზავრო მატარებლის მექანიკოს-ბრიგადირს);

სამგზავრო მატარებლის კონტროლიორ-რევიზორს, სამგზავრო მატარებლის რევიზორ-ინსტრუქტორს, შემოსავლის კონტროლის რევიზორს, გზის ოსტატს, გზის დისტანციის უფროსს, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის დისტანციის უფროსს;

სსრ კავშირის გზათა სამინისტროს გასამხედროებული დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსს და მის მოადგილეს; რკინიგზის, მეტროპოლიტენის გასამხედროებული დაცვის განყოფილების (რაზმის, სახანძრო მატარებლის) უფროსს და მის მოადგილეს, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკის უფროს ინსტრუქტორს და ინსტრუქტორს, რაზმის, სახანძრო მატარებლის ქვეგანყოფილების (ყარაულის) უფროსს;

რკინიგზის ტრანსპორტის მთავარ სანიტარიულ ექიმს და მის მოადგილეს, რკინიგზის მთავარ სანიტარიულ ექიმს და მის მოადგილეს, მეტროპოლიტენის მთავარ სანიტარიულ ექიმს, რკინიგზის ქვეგანყოფილების მთავარ სანიტარიულ ექიმს, სახაზო უბნის მთავარ სანიტარიულ ექიმს;“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მესამე და მეოთხე ნაწილები:

„სამგზავრო მატარებლის უფროსის (სამგზავრო მატარებლის მექანიკოს-ბრიგადირის), გზის ოსტატის, რკინიგზის, მეტროპოლიტენის გასამხედროებული დაცვის რაზმის, სახანძრო მატარებლის ქვეგანყოფილების (ყარაულის) უფროსის, რკინიგზის მთავარი სანიტარიული ექიმის და მისი მოადგილის, მეტროპოლიტენის მთავარი სანიტარიული ექიმის, რკინიგზის ქვეგანყოფილების მთავარი სანიტარიული ექიმის, სახაზო უბნის მთავარი სანიტარიული ექიმის მიერ დადებული ჯარიმის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ოც მანეთს.

ამ მუხლში დასახელებულ თანამდებობის პირებს უფლება აქვთ 106-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 107-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 130-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმა გადაახდევინონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს.“.

9. 212-ე მუხლის:

პირველ ნაწილში სიტყვები „128-ე მუხლის პირველი ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვებით „128-ე მუხლის მეორე ნაწილით“;

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზღვაო ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

პორტის კაპიტანს და მის მოადგილეს, ცვლის უფროსს, უფროს კაპიტანს და საპორტო ზედამხედველობის კაპიტანს, საზღვაო ვაგზლის უფროსს და მის მოადგილეს, გემის კაპიტანს;

რაზმის უფროსს და მის მოადგილეს, ცალკეული რაზმის უფროსს, სსრ კავშირის საზღვაო ფლოტის სამინისტროს გასამხედროებული დაცვის რაზმის, ცალკეული რაზმის ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკის უფროს ინსტრუქტორს და ინსტრუქტორს;“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მესამე და მეოთხე ნაწილები:

„ცვლის უფროსის, უფროსი კაპიტნის და საპორტო ზედამხედველობის კაპიტნის მიერ დადებული ჯარიმის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ოც მანეთს;

ამ მუხლში დასახელებულ თანამდებობის პირებს უფლება აქვთ 113-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) და 130-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმა გადაახდევინონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს.“.

10. 213-ე მუხლის:

პირველ ნაწილში სიტყვები „108-111-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „108-ე მუხლით (გარდა პირველი, მესამე, მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა, რომლებიც ჩადენილია სსრ კავშირის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს არაქვემდებარე აეროდრომებზე ან ასეთი აეროდრომების რაიონში), 109-111-ე მუხლებით“;

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჰაერო ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეს, გაერთიანებული ავიარაზმის (გაერთიანებული ავიაესკადრილიის) მეთაურს და მის მოადგილეს, აეროპორტის უფროსს და მის მოადგილეს, ავიასაწარმოს (აეროპორტის) გადაზიდვის ორგანიზაციის სამსახურის უფროსს, სსრ კავშირის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს მთავარი ინსპექციის (ფრენის უსაფრთხოების ხაზით) უფროსს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინსპექციის (ფრენის უსაფრთხოების ხაზით) უფროსს, საჰაერო ხომალდის მეთაურს;

სსრ კავშირის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეს, ამ სამმართველოს განყოფილების უფროსს, მთავარ რევიზორს, უფროს რევიზორს, რევიზორს; საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს საკონტროლო-სარევიზიო განყოფილების უფროსს და მის მოადგილეს, ამ განყოფილების უფროს რევიზორს, კომერციულ რევიზორს, რევიზორს;

სსრ კავშირის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური განყოფილების უფროსს, ცენტრალური სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარ სანიტარიულ ექიმს, სსრ კავშირის სამოქალაქო ავიაციის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარ ექიმს;

ავიასაწარმოს (აეროპორტის) გასამხედროებული დაცვის რაზმისა და ცალკეული რაზმის უფროსს;“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები:

„ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევათა საქმეებს განიხილავენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს საკონტროლო-სარევიზიო განყოფილების უფროსი რევიზორის, კომერციული რევიზორის, რევიზორის, ავიასაწარმოს (აეროპორტის) გადაზიდვის ორგანიზაციის სამსახურის უფროსის, სამოქალაქო ავიაციის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარი ექიმის, ავიასაწარმოს (აეროპორტის) გასამხედროებული დაცვის ცალკეული რაზმის უფროსის მიერ დადებული ჯარიმის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ოც მანეთს.

ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში დასახელებულ თანამდებობის პირებს უფლება აქვთ 130-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა გადაახდევინონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს.“.

11. 214-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „128-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვებით „128-ე მუხლის მესამე ნაწილით“.

12. 221-ე მუხლის:

პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გარდა რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისა“;

მეორე ნაწილის პირველ პუნქტს სიტყვების „ორმოცდაათ მანეთამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო ამ წესების საჰაერო ტრანსპორტზე დარღვევისათვის მოქალაქეთა დაჯარიმებისა ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა ორმოცდაათ მანეთამდე“;

ამავე პუნქტს სიტყვების „ოცდაათ მანეთამდე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო მითითებული წესების საჰაერო ტრანსპორტზე დარღვევისათვის მოქალაქეთა დაჯარიმებისა ოც მანეთამდე, თანამდებობის პირთა ოცდაათ მანეთამდე“.

13. 242-ე მუხლში ციფრები და სიტყვები „106-110-ე“, „128-130-ე მუხლებით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „106-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 107-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, 113-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით“, „128-ე მუხლის მესამე ნაწილით, 129-ე და 130-ე მუხლებით“.

14. 269-ე მუხლს ციფრების „50-ე“ და „126-ე“ შემდეგ დაემატოს შესაბამისად ციფრები და სიტყვები „106-113-ე, 115-ე“ „მუხლებით, 128-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია

თბილისი,

1987 წლის 3 აგვისტო.

№1370XI