დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2382 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/09/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43(50), 21/09/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.686 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1884 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1 კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი:
„მუხლი 441. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა
ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.“
2. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 153. მეწარმე სუბიექტის მიერ ვაჭრობის (მომსახურების) წესების დარღვევა
1. მეწარმე სუბიექტის მიერ ვაჭრობის (მომსახურების) წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
2. გასაყიდი საქონლის (მომსახურების) ფასის მაჩვენებლების (პრეისკურანტის) გამოუკვრელობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.
3. დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) მიერ მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ აუცილებელი და უტყუარი ინფორმაციის მიუწოდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სწორი არჩევანის შესაძლებლობას, ანდა დამამზადებლისათვის (შემსრულებლისათვის, გამყიდველისათვის) ან მომხმარებლისათვის საწარმოს ადგილმდებარეობისა და სრული დასახელების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმაცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1594 მუხლი:
„მუხლი 1594. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების რეკლამა
ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების ნებისმიერი სახის რეკლამა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმაცდაათიდან ხუთას ლარამდე.
იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე.
4. 208-ე მუხლში სიტყვების ამ კოდექსის შემდეგ დაემატოს რიცხვი 441 ხოლო რიცხვის „1593“ შემდეგ – რიცხვი „1594“.
5. 221-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „43-ე და 44-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „43-ე, 44-ე და 441“.
6. 239-ე მუხლის:
ა) მე-16 ნაწილში სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „153-ე“, ხოლო რიცხვის „1593“ შემდეგ – რიცხვი „1594“.
ბ) 27-ე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „153-ე“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 სექტემბერი.
№2382–Iს
დოკუმენტის კომენტარები