საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.715
  • Word
4305
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
020.080.000.05.001.002.715
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 446 მუხლი:

     „მუხლი 446. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დასადგენად ისეთი დოკუმენტის/დასკვნის გაცემა, რომელიც სოციალური გასაცემლებისა (მათ შორის, ფულადისა და არაფულადის) და შეღავათების არასწორი მიღების საფუძველია

სამედიცინო დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დასადგენად ისეთი დოკუმენტის/დასკვნის გაცემა, რომელიც სოციალური გასაცემლებისა (მათ შორის, ფულადისა და არაფულადის) და შეღავათების არასწორი მიღების საფუძველია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421-422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 446, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–912, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 1251, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 146-ე, 1461, 1471, 148-ე–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 17310, 17311, 1745, 1748–17414, 1778–178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

3. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 442, 445 და 446 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთე-ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობის სახელ-მწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულებები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4305–რს