საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3230-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019102
3230-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
020000000.05.001.019102
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1512 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით,   სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3230-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.