საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 12/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.742
  • Word
1126
22/03/2005
სსმ, 13, 12/04/2005
020.000.000.05.001.001.742
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 92-ე და 93-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ად-მინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422, 425–429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–912, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051 მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1281, 133-ე–134-ე, 143-ე–146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551, 1553–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე–164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე–167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711–1713, 1723–1738, 174-ე–1744, 1747–175-ე, 176-ე, 1771, 1773–178-ე, 1791–183-ე, 185-ე–1872, 189-ე, 191-ე–192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

3. 2292 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 239-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 90-ე, 91-ე, 911, 95-ე, 1281, 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.“;

ბ) 34-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.“;

გ) 45-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.“;

დ) 50-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„50. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“;

ე) 51-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე ნაწილი:

„52. ამ კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანო და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 მარტი.

№1126_Iს