საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1776-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018704
1776-Iს
15/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
020000000.05.001.018704
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1911  მუხლი:

„მუხლი 1911. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება:

ა) მოტოციკლით, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება, სასოფლო-სამეურნეო მანქანით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან მისაბმელით –

გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

ბ) ავტობუსით, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება, ან სატვირთო ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, –

გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს შესაბამისი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 2-დღიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განმეორებით არ დაეკისრება.“.

2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 861, 1071−1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291  მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის), 134-ე და 1395 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416 და 1761 მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე, 1902, 191-ე და 1911 მუხლებით.“.   

3. 219-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 165-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1291, 157-ე, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“;

ბ)  მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.

4. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 74-ე ნაწილი:

„74. ამ კოდექსის 1911  მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 დეკემბერი 2017 წ.

N1776-Iს