დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2385-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018848 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 841 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 841. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში − სალიცენზიო პირობების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება 1. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სფეროში − სალიცენზიო პირობების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ან ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით.“. 2. 239-ე მუხლის 281 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „281. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572–574, 593, 84-ე და 841 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 18 მაისი 2018 წ. N2385-IIს |
დოკუმენტის კომენტარები