საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.123
  • Word
1621
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
020.000.000.05.001.001.123
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსს 1532 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1533 მუხლი:

     „მუხლი 1533. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაჯარიმებას გარე ვაჭრობისათვის დაწესებული ადგილობრივი მოსაკრებლის ათმაგი ოდენობით.“.

2. 154-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 154. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ სასურსათო და არასასურსათო პროდუქციით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა

ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ სასურსათო და არასასურსათო პროდუქციით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით.“.

3. 209-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს სიტყვების „132-ე მუხლით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1533 და 154-ე მუხლებით“;

ბ) მე-2 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩაითვალოს „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებად და „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1533 და 154-ე მუხლებით – შინაგან საქმეთა ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს.“.

4. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 ნაწილი:

„40. ამ კოდექსის 1533 და 154-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.

5. 262-ე მუხლიდან სიტყვის „45-ე“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვა „154-ე“, ხოლო სიტყვის „142-ე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1533 და 154-ე“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1621–რს