დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5719-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/02/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016612 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 442 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა
1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000 ლარისა.
2. სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5 000 ლარისა.
3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველ ან მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.“.
2. 445 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 445. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა
1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 5 000 ლარისა.
2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 28 თებერვალი
№5719-Iს
დოკუმენტის კომენტარები