საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 23/09/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.025
  • Word
1426
23/09/1987
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987
080.000.000.05.001.000.025
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

(ამონარიდი)

„სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად და ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პერზიდიუმი ადგენს:

II. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421; 1985 წ., №10, მუხ. 370; 1986წ., №6, მუხ. 140; 1987 წ., №6, მუხ. 151, 152; №8, მუხ. 207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1001 და 1002 მუხლები:

     „მუხლი 1001. ნარკოტიკების შემცველი ნათესების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობა

კანაფისა და ზეთოვანი ხაშხაშის ნათესების, ამ კულტურების მოსავლის შენახვისა და გადამუშავების ადგილების დაცვის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ნამკალისა და წარმოების ნარჩენების გასანადგურებლად ზომების მიუღებლობა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.

    მუხლი 1002. ზეთოვანი ხაშხაშის ან კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა

ზეთოვანი ხაშხაშის, აგრეთვე გასეშენებლად აკრძალული ინდური, სამხრეთ მანჯურიის, სამხრეთ ჩუიის, სამხრეთ არხონისა და სამხრეთ კრასნოდარის კანაფის გარდა სხვა კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ას მანეთამდე.“.

2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 45. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე

ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.

შენიშვნა: პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რაც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან რასაც ის ინახავდა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელმაც ნებაყოფლობით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედობისათვის.“.

3. 205-ე მუხლის პირველ ნაწილში ციფრები „92-ე-მე-100“ შეიცვალოს ციფრებით „92-1002“.

4. 208-ე მუხლს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს ციფრი „45-ე“.

5. 209-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის მეორე აბზაცს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს ციფრი „45-ე“.

6. 262-ე მუხლის მეორე ნაწილს ციფრის „154-ე“ წინ დაემატოს ციფრი „45-ე“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია

თბილისი,

1987 წლის 23 სექტემბერი.

№1426XI

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.