საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3582-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017716
3582-IIს
01/05/2015
ვებგვერდი, 15/05/2015
020000000.05.001.017716
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 ნაწილები:

„12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 82-ე ნაწილით განსაზღვრული პირი 2015 წლის 1 სექტემბრამდე თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევასთან.

13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლისთვის დაკისრებული ჯარიმა ამავე მუხლის მე-12 ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.“.       

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2015 წ.

N3582-IIს