დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1160 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/04/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 13/04/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.003.503 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) 1761 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1761. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება, ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატებთან სათამაშოდ ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობის დაშვება
1. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება, ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატებთან სათამაშოდ ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობის დაშვება, –
გამოიწვევს აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 7 აპრილი.
№1160_Iს
დოკუმენტის კომენტარები