ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 984
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.001.000.267
984
17/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
040.230.000.05.001.000.267
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 27 ივლისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ.187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 21-ე მუხლის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თანამშრომელს აკრძალული აქვს სამსახურთან ერთად ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში“; ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 აბზაცი:

„თანამშრომელს აკრძალული აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში“.

2. 22-ე მუხლ ს პირველ აბზაცს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12) კორუფციული სამართალდარღვევისათვის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1901 მუხლი:

     „მუხლი 1901. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება

კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება _

ისჯება ჯარიმით მიღებული საჩუქრის საბაზრო ღირებულების ათიდან ოცდაათ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, _

ისჯება ჯარიმით მიღებული საჩუქრის საბაზრო ღირებულების ოციდან ას ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

შენიშვნა: საჩუქარი მიღებულად ჩაითვლება, თუ პირი მისთვის საჩუქრის უშუალოდ გადაცემის მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მან შეიტყო მისთვის საჩუქრის გადაცემის შესახებ, 72 საათის განმავლობაში არ დაუბრუნებს საჩუქარს იმ პირს, რომლისგანაც მიიღო ის, ან არ გადასცემს სახელმწიფო ხაზინას ან სახაზინო დაწესებულებას“.

2. 206-ე მუხლში სიტყვები „189-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1891 მუხლის და 190-ე მუხლების მეორე ნაწილებით (ქრთამის აღება, მიცემა და მექრთამეობაში შუამავლობა დამამძიმებელ გარემოებებში)“ შეიცვალოს სიტყვებით „189-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 1891 მუხლის და 190-ე მუხლის მეორე ნაწილებით (ქრთამის აღება, მიცემა და მექრთამეობაში შუამავლობა დამამძიმებელ გარემოებებში), 1901 მუხლით (კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება)“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 20610 მუხლი:

     „მუხლი 20610. ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა ანდა დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა

კანონით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა, თუ ეს ქმედება ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, _

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ან დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეგნებულად შეტანა, _

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების სამასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობიდან განთავისუფლებით“.

III. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.11) 126-ე მუხლის მე-3 ნაწილს ციფრის „2069“ შემდეგ დაემატოს ციფრი „20610“.

IV. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12, მუხ.42) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 38-ე მუხლის მე-3 ნაწილს სიტყვის „კონფისკაციის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ამ კოდექსის 1738 მუხლით გათვალისწინებული სახდელის“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1738 მუხლი:

     „მუხლი 173 8. ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა

კანონით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით“.

3. 208-ე მუხლს ციფრის „1735“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1738“.

4. 239-ე მუხლს მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ამ კოდექსის 1738 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი“.

5. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილს ციფრების „1731-1732“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1738“.

V. 1995 წლის 29 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის კანონში“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., №№27-30, მუხ. 650) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 აბზაცი:

„ამ კანონის მე-14 და 27-ე მუხლებით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა მოქმედების შეზღუდვისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“.

2. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

VI. „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., №33, 31 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“.

2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:

„1. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით“; 

ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-2 და მე-3 პუნქტებად. ამასთან, მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „კომისიის წევრს და“ და წინადადება „კომისიის წევრს უფლება არა აქვს ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას“, ხოლო სიტყვა „აქვთ“ შეიცვალოს სიტყვით „აქვს“; მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „კომისიის წევრსა და“, ხოლო სიტყვა „აქვთ“ შეიცვალოს სიტყვით „აქვს“.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

№984–Iს