დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 290 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/07/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 08/07/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.069 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
იმის გამო, რომ რესპუბლიკაში საგნძნობლად გაურესდა საანგარიშგებო დისციპლინა, შესაბამის ორგანოებს უძნელდებათ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება და ამის თაობაზე მმართველობის ორგანოების დროული ინფორმირება, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1772 მუხლი:
„მუხლი 1772. სახელმწიფო საანგარიშგებო დისციპლინის დარღვევა
სახელწიფო საანგარიშგებო დისციპლინის დარღვევა, ე.ი. რეზიდენტების – იურიდიული პირების მიერ სტატისტიკური დაკვირვების პირველადი მონაცემების გაყალბება ან დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში მათი წარუდგენლობა, საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე რეზიდენტების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, ან საბანკო ანგარიშის გახსნა და ფინანსური ოპერაციების წარმოება, რეზიდენტების პროფილის, მისამართის, დაქვემდებარებისა და სხვა რეკვიზიტების შეცვლის შესახებ სოციალურ-ეკონიმიკური ინფორმაციის კომიტეტის ორგონოებისათვის ცნობების მიუწოდებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის მინიმალური ანაზღაურების რვიდან თორმეტმაგ ოდენობამდე“.
2. 208-ე მუხლს ციფრის „1771“ – შემდეგ დაემატოს ციფრი – „1772“.
3. 239-ე მუხლს დაემატოს ახალი აბზაცი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1772 მუხლით გათვალისწინებულ ადიმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის შესაბამისი ორგანოები“.
4. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1993 წლის 13 ივლისი.
№298–რს
დოკუმენტის კომენტარები