საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3593-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 12/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016014
  • Word
3593-IIს
17/09/2010
სსმ, 54, 12/10/2010
020000000.05.001.016014
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას შესაბამისად სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.“.

2. 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;

დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;“.

3. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.

2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

    მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.“.

4. 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის და ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდებისას.“.

5. 1291 მუხლის შენიშვნის მე-2–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული პორტალის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კონტროლის ზონისაკენ.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის ტვირთის სრული მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება პორტალის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ – საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კონტროლის ზონისაკენ, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.

4. თუ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას (გარდა პორტალის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.“.

6. 194-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 194. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა არსებული წესების დარღვევით, აგრეთვე შენობა-ნაგებობების მშენებლობა დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისა – სამასიდან ხუთას ლარამდე.“.

 7. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1291, 194-ე და 195-ე მუხლებით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს, რეგიონალური საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგადასახადო ორგანოების სხვა, სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;“.

8. 239-ე მუხლის:

ა) 29-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. ამ კოდექსის 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.“;

ბ) 521 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„521. ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიდა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო პორტალის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“;

გ) 57-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„57. ამ კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

9. 246-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო ორგანოებს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში;“.

10. 248-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგადასახადო ორგანოებში პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა წარმოებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. 268-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეებზე დადგენილების ასლი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება.“.

12. 291-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ სატრანსპორტო საშუალებაში კონტრაბანდის საგნების აღმოჩენისას, რომლის მფლობელს არა აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მას ჯარიმა გადახდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

3593–II