დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1619 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/07/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 24/07/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.122 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 1961 მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებაში“.
2. 1962 მუხლის:
ა) სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვები „სამხედრო კომისარიატებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
ბ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
3. 1963 მუხლის:
ა) სათაურიდან და პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ახალწვეულთა“;
ბ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
4. 1964 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „სამხედრო კომისარიატებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „სამხედრო კომისარიატების“ და „კომისარიატებში“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებების“ და „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
გ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
5. 1965 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „სამხედრო კომისარიატებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
ბ) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამხედრო კომისარიატებსა და“, ხოლო სიტყვები „სამხედრო კომისარიატებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
გ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.
6. 1966 მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებათა მეშვეობით“, ხოლო სიტყვები „სამხედრო კომისარიატებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებს“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „რაიონულ (საქალაქო) სამხედრო კომისარიატებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებს“;
გ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
ე) მე-3 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.
7. 197-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვები „სამხედრო კომისარიატში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებაში“;
ბ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“.
8. 220-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველ ქვეპუნქტში სიტყვები „რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისრებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებების ხელმძღვანელებს“.
9. 239-ე მუხლში სიტყვების „ამ კოდექსის 1962–1966“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „197“, ხოლო სიტყვები „რაიონის (ქალაქის) სამხედრო განყოფილების უფროსი“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელი“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 4 ივლისი.
№1619_რს
დოკუმენტის კომენტარები