დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 678 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/03/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 678, 08/03/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.099 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. 223-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს – შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე;
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების თბილისის, სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს – შრომის ანაზღაურების 1,5 მინიმალურ ოდენობამდე;
ქალაქების, რაიონების სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების, აგრეთვე სახელმწიფო ვეტერინარული ქსელის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს – შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველ პუნქტში სიტყვის „ბაზრებში“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „და ბაზრობებზე“.
ამავე ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვის „რკინიგზის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „საზღვაო“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე.
თბილისი,
1995 წლის 8 მარტი.
№678 –IIს
დოკუმენტის კომენტარები