დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 875-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102796 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები: „ვ1) უცხოელის საქართველოდან გაძევება; ვ2) უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;“; ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები, უცხოელის საქართველოდან გაძევება, უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად, ისე დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 და 312 მუხლები: „მუხლი 311. უცხოელის საქართველოდან გაძევება 1. უცხოელის საქართველოდან გაძევება ნიშნავს ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უცხოელის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას. ამ ადმინისტრაციული სახდელის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შეფარდებას წყვეტს სასამართლო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე. 3. ადმინისტრაციულ სახდელად უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევება არ გამოიყენება უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევებისას, რომელშიც: ა) იგი იდევნება პოლიტიკური მრწამსისთვის ან იმ ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) იგი იდევნება ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისთვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ანდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა სასამართლოს გადაეცემა. 6. უცხოელის საქართველოდან გაძევება არ აღსრულდება, თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.
მუხლი 31 2. უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 1. უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უცხოელისთვის საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის დაწესებას. ამ ადმინისტრაციული სახდელის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. 2. უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ადმინისტრაციულ სახდელად შეიძლება შეფარდებულ იქნეს 6 თვიდან 5 წლამდე ვადით.“. 4. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. ადმინისტრაციული სახდელების ვადების გამოანგარიშება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოებისა − თვეებით ან დღეებით, სპეციალური უფლების შეჩერებისა, უცხოელის საქართველოდან გაძევებისა, უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვისა − წლებით ან თვეებით.“. 5. 166-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.“. 6. 173-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.“. 7. 17316 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.“. 8. 1741 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 ან მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.“. 9. 191-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 191. საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით. 2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით. 3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით. 4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. ფიზიკური პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა ან/და მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობისას ამის თაობაზე ეცნობებათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აღნიშნული ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ ჯარიმის გადახდამდე მასზე არ გასცემენ საქართველოს ვიზას და მას არ მიეცემა საქართველოში შემოსვლის ნებართვა.“. 10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIX1 თავი: „თავი XXIX1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
მუხლი 307 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება აღსრულდეს, თუ უცხოელს: ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა − მის მიერ ამ სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე; ბ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა, – მის მიერ ამ სახდელის მოხდამდე. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები იყენებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N875-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები