დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2070 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24(31), 26/06/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.576 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1251, 135-ე, 1472, 1501, 1522 მუხლები:
„მუხლი 1251. ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისათვის ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის გადაუხდელობა
ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის დგომა, მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომისათვის საჭიროზე მეტი დროით გაჩერება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარის ოდენობით.
ავტოტრანსპორტის პარკირების გაგრძელება პარკირების ნებართვაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ლარის ოდენობით.
ადგილებში, სადაც პარკირების დრო შეზღუდულია, პარკირების ნიშანზე მითითებული საათობრივი შეზღუდვის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი ლარის ოდენობით, ამასთან, ავტოტრანსპორტი პოლიციის შესაბამისი სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად ეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მფლობელს.
პარკირების ადგილას მოსაკრებლის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის მიტოვება 3-დან 10 საათამდე დროით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ლარის ოდენობით.
პარკირების ადგილას მოსაკრებლის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის მიტოვება 10 საათზე მეტი დროით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარის ოდენობით, ამასთან, მიტოვებული ავტოტრანსპორტი პოლიციის შესაბამისი სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად ეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მფლობელს.
მუხლი 135. ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე
ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარის ოდენობით.
მუხლი 1472. მშენებლობის დაწყება ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და ნებართვის გარეშე
მშენებლობის დაწყება ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი ლარის ოდენობით.
მშენებლობის დაწყების ნებართვაში მითითებულ ვადაში სამშენებლო სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში მათი ახალი ნებართვის გარეშე გაგრძელება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარის ოდენობით.
მუხლი 1501. ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობის ან/და იერსახის შეცვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე
ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობის ან/და იერსახის შეცვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე, ან ამ სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი ლარის ოდენობით.
მუხლი 1522. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვა შესაბამისი ნებართვის გარეშე
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვა შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სამუშაოთა წარმოების წესის, ადგილისა და ვადის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი ლარის ოდენობით.“.
2. კოდექსის 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 153. სავაჭრო საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე
სავაჭრო საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სავაჭრო საქმიანობის განხორციელების ნებართვისათვის დაწესებული ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის ათმაგი ოდენობით.“.
3. კოდექსის 239-ე მუხლის მე-16 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ციფრი „153“, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე ნაწილი:
„ამ კოდექსის 1251, 135-ე, 1472, 1501, 1522, 153-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ უფლებამოსილი სამსახურის თანამშრომლები.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 ივნისი.
№2070–IIს
დოკუმენტის კომენტარები