დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 244 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/03/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 13/04/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.755 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 193-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი საქონლის გადაზიდვამდე მისი რაოდენობის, ხარისხისა და ღირებულების სავალდებულო ინსპექტირებისათვის ექსპორტიორ ქვეყანაში, სახელმწიფოსა და ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტებისა და საქონლის წარუდგენლობა, –
გამოიწვევს საქონლის იმპორტიორის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 6%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს საქონლის მფლობელის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 12%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.
სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფოსა და ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი, გადაზიდვამდე ინსპექტირების ვადების დარღვევა, –
გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 6%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
იგივე ქმედება, ჩადენილი ერთი და იმავე პირის მიმართ განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 12%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა.“.
2. 239-ე მუხლის 29-ე ნაწილი ჩაითვალოს 30-ე ნაწილად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 24 მარტი.
№244–IIს
დოკუმენტის კომენტარები