დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4337-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102316 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1186 მუხლი: „მუხლი 1186. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ კოდექსის 1271 მუხლის 14, 15 და მე-7−72 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა) გამოიწვევს: ა) პირველი ხარისხის დარღვევა – გაფრთხილებას; ბ) მე-2 ხარისხის დარღვევა – დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; გ) მე-3 ხარისხის დარღვევა – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული დარღვევის ჩადენა, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად ისეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მიუთითებს, რომ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სათანადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრამდე.“. 2. 1271 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1186 და 1291 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1186 და 1291 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისას „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) გათვალისწინებული საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) არქონა/გათიშვა ან/და დაზიანებული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) გადაადგილება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“; დ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 ნაწილები: „71. საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) შემოწმების შედეგად გამოვლენილი სიჩქარის გადაჭარბება – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 72. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას ამ ტვირთის გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“. 3. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 1662, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე−1811, 1813−1815, 182-ე−1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184 და 119-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−72 ნაწილებითა და 1291 და 1352–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე პარაპლანით ფრენის განხორციელების დროს უსაფრთხოების წესების დაცვას, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 214-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 1185 და 1186 მუხლებითა და 1271 მუხლის 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 5. 239-ე მუხლის: ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168, 118-ე−1184 და 119-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−72 ნაწილებითა და 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–1815, 182-ე−183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“; ბ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „28. ამ კოდექსის 1185 და 1186 მუხლებით, 1271 მუხლის მე-8 ნაწილითა და 1396 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 1271 მუხლის 14, 15, 21, 22, 31, 32 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.“. 6. 242-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1168 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 14, 15, მე-2–22 და მე-7–72 ნაწილებითა და 1291, 1352–1354, 1527, 1528, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ან 21 ნაწილით ან 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“; ბ) შენიშვნის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 1185 და 1186 მუხლებითა და 1271 მუხლის 14, 15, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.“. 7. 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 1151−1168, 118-ე–1184, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“. 8. 290-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 1151, 116-ე, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 1271 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. ჯარიმის ან საურავის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მძღოლს აღუდგება მართვის უფლება. მართვის უფლების აღდგენისთვის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ არის. შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 1181 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 1182 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 1183 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით, 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 122-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 123-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილითა და 125-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომლებითაც დგინდება ჯარიმისა და საურავის გადახდის სხვა წესები.“. 9. 291-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 1151, 116-ე, 118-ე–1184, 119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 1271, 1291, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას სამართალდამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე სამართალდამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევით ახორციელებს აღმასრულებელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 4 იანვრიდან. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4337-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები