დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2379 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 27/12/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.050 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 176-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. 252-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 252. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები
1. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
2. ამ კოდექსის 45-ე, 47-ე-1002 მუხლებით, 103-ე-1051 მუხლებით, 121-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 122-ე, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 134-ე-139-ე მუხლებით, 143-ე-144-ე, 145-ე-1542 მუხლებით, 156-ე, 1571, 1572, 1573, 158-ე, 1581, 163-ე, 164-ე, 1641, 1642, 1643, 1644, 165-ე, 1651, 1654-1659, 166-ე, 167-ე 170-ე, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე, 1731-1732, 1733, 1736, 1737, 1739, 174-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 175-ე, 1751, 1771-17710, 178-ე, 1792 მუხლებით, 180-ე-1831 მუხლებით, 185-ე-1871, 1872, 189-ე მუხლებით, 192-ე, 195-ე, 1962-1966, 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილ-ვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა; თუ იგი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, ასეთი პირი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.
3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა შემთხვევებიც, როცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გამოცხადება საქმის გადამწყვეტ ორგანოში (თანამდებობის პირთან) სავალდებულოა.“.
3. 262-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 262. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში.
2. ამ კოდექსის 421, 422, 45-ე, 161-ე, 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533 და 154-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 1745, 1747 მუხლებით გათვალისწინებული – სამი დღის განმავლობაში, ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული – ხუთი დღის ვადაში, ამ კოდექსის 47-ე-1002 მუხლებით, 103-ე-1051, 1071 მუხლებით, 141-ე, 143-ე-153-ე მუხლებით, 1541, 1542, 156-ე-158-ე, 1581, 159-ე, 1591, 1592, 1593, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 1654-1659, 167-ე, 170-ე მუხლებით, 174-ე, 175-ე, 1771, 1791 მუხლებით, 180-ე–1831 მუხლებით, 185-ე–1871, 1872, 189-ე მუხლებით, 192-ე, 195-ე, 1962-1966 მუხლებით, 1971 მუხლით გათვალისწინებული – შვიდი დღის ვადაში.
3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც.“.
4. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სასამართლო აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1831 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 დეკემბერი.
№2379–რს
დოკუმენტის კომენტარები