საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 97-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 97-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1475
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 02/11/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1987
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.027
  • Word
1475
02/11/1987
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1987
020.000.000.05.001.000.027
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 97-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 97-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ

„კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ნათესთა წანახედისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებული საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 97-ე მუხლში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 97. კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მეურნეობების ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება

კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მეურნეობების ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება პირუტყვის ან ფრინველის მიერ,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოცდახუთ მანეთამდე, თანამდებობის პირთა ორმოცდაათ მანეთამდე.

ნათესების განმეორებით წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის განმეორებით გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების განმეორებით დაზიანება ასეთივე სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა ას მანეთამდე.

ნათესებში ან ნარგავებში ავტომანქანით, ტრაქტორით ან სხვა მანქანით გავლა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

ნათესებში ან ნარგავებში საჭაპანო ტრანსპორტით გავლა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია

თბილისი,

1987 წლის 2 ნოემბერი.

№1475XI