დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1388 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/07/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 03/08/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.003.548 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1851 და 1852 მუხლები:
„მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა
სოფელში, თემსა და დაბაში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 1852. ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა
სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
2. 2221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2221. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 185-ე, 1851, 1852, 186-ე მუხლებით და 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (გარდა დამრღვევის სასაზღვრო გამტარ პუნქტში გამოვლენის შემთხვევისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.
3. 239-ე მუხლის 55-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„55. ამ კოდექსის 185-ე, 1851, 1852, 186-ე და 191-ე მუხლებით (გარდა სასაზღვრო გამტარ პუნქტში გამოვლენის შემთხვევისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 11 ივლისი.
№1388–რს
დოკუმენტის კომენტარები