საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1644-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017225
1644-Iს
27/11/2013
ვებგვერდი, 13/12/2013
020000000.05.001.017225
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-16 მუხლის პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის, საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.

 11. ამ კოდექსის 45-ე, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინური წესდების მიხედვით.“.

 2. 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება;“.

 3. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“.

 4. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება

 1. მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება 3 წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. აღნიშნული უფლების შეჩერების ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც აღნიშნული საშუალებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.“.

 5. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 37. ადმინისტრაციული სახდელების ვადების გამოანგა­რიშება

 ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოების − თვეებით ან დღეებით, სპეციალური უფლების შეჩერების − წლებით ან თვეებით.“.

 6. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 101. მექანიზატორის მიერ სასოფლო-სამეურნეო მანქანის ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა

 მექანიზატორის მიერ ტრაქტორის, კომბაინის, სხვა თვითმავალი სასოფლო-სამეურნეო მანქანის ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა −

 გამოიწვევს მექანიზატორისათვის ამ მანქანის მართვის უფლების 1 თვემდე შეჩერებას.“.

 7. 116-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –

 გამოიწვევს:

 ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას;

 ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.“;

 ბ) 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-2−41 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −

 გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

 3. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

 41. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას.“;

 დ) 4ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 და 43 ნაწილები:

 „42. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 43. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის 42 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“;

 ე) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.“;

 ვ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5ნაწილი:

 „51. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“;

 ზ) მე-6−მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 7. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, −

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.

 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა:

 ა) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;

 ბ) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის –

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.“;

 თ) შენიშვნის:

 თ.ა) 41−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „41. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით (ეს წესი არ ვრცელდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაზე).

 5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.

 6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით.

 7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით.“;

 თ.ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

 თ.გ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

 „10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“.

 8. 117-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 9. 118-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „შენიშვნა:

 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

 2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

 3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.

 10. 1181 მუხლის შენიშვნის:

 ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

 3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“;

 ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

 „5. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.“.

 11. 1182 მუხლის შენიშვნის:

 ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

 3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“;

 ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

 „5. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.“.

 12. 1183 მუხლის შენიშვნის:

 ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

 2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“;

 ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

 „4. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.“.

 13. 119-ე მუხლის:

 ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობისა), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.“;

 ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 7და 72 ნაწილები:

 „71. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა 1 წლის განმავლობაში −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

 72. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში −

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.“;

 გ) შენიშვნის:

 გ.ა) მე-4−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

 5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6, 7და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

 6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“;

 გ.ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 ნაწილები:

 „8. ამ მუხლის 72 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.

 9. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მძღოლს ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3-დღიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში მძღოლს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-7−72 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

 14. 120-ე მუხლის:

 ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, –

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.“;

 ბ) შენიშვნის მე-3−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.

 4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით. 

 5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

 6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.

 15. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის

 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, –

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, −

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

 3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 შენიშვნა:

 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

 3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

 4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

 16. 1211 მუხლის:

 ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. პირის მიერ მისთვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლით, აგრეთვე ამ კოდექსის 118-ე−1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა –

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.“;

 ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „შენიშვნა:

 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

 2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.

 17. 122-ე მუხლის:

 ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.“;

 ბ) შენიშვნის:

 ბ.ა) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

 6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“;

 ბ.ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

 „8. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.“.

 18. 123-ე მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების 1 წლამდე შეჩერებას.“;

 ბ) შენიშვნის:

 ბ.ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

 2. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“;

 ბ.ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

 „31. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.“;

 ბ.გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.“.

 19. 125-ე მუხლის:

 ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;

 ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.“;

 გ) 6ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „61. სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, –

 გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.“;

 დ) 71 და 72 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „71. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 72. ამ მუხლის 71 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;

 ე) შენიშვნის:

 ე.ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.“;

 ე.ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, 72, მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

 4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-6, 62, მე-7, 71 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.“;

 ე.გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“;

 ე.დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

 „7. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.“.

 20. 127-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

 2. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა –

 გამოიწვევს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირის (მეხრის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მეპატრონის) დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.“.

 21. 1271 მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე“;

 ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;

 გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-8 ნაწილები:

 „6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

 7. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 8. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის განმახორციელებელი საწარმოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით საქმიანობა –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე.“; 

 დ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „შენიშვნა: ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.“.

 22. 134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 134. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა

 1. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა- შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალავად, შესაზღუდავად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფრის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა −

 გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 2. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნის უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება −

 გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, −

 გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.

 23. 155-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 155. ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა

 1. სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოს მუშაკის მიერ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 2. სავაჭრო ობიექტში (მათ შორის, რესტორანში, კაფესა და ბარში) არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა –

 გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

 გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

 4. ალკოჰოლური სასმელის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა –

 გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

 გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.

 24. 170-ე და 171-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 170. არასრულწლოვნის დათრობა

 არასრულწლოვნის დათრობა, ანდა მშობლის ან იმ პირის მიერ, რომელსაც ევალება არასრულწლოვნის მეთვალყურეობა, არასრულწლოვნის დათრობის არაღკვეთა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

 

 მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება

 1. ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა და იმ ადგილებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელები ჩამოსხმით იყიდება, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე ოდენობით.

 2. საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება), −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით.

 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ჯარიმა არასაკმარისად ჩაითვლება, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 

 25. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 172. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა

 1. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის მიმართ დაწყებითი და საბაზო განათლების უზრუნველყოფის მოთხოვნების უგულებელყოფით, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ალკოჰოლური სასმელის დალევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით, −

 გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

 გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 3. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის მიმართ განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებით, −

 გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −

 გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით.“.

 26. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება

 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა) –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

 27. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

 რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4412, 45-ე, 46-ე, 461, 48-ე−49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე, 641, 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–1793, 180-ე–183-ე, 187-ე–1872 და 189-ე მუხლებით, 191-ე მუხლით (გარდა პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.

 28. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071−1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 172-ე მუხლით, 17415 მუხლით (გარდა მე-4 ნაწილისა), 1761, 1821, 1822, 190-ე და 1902 მუხლებით და 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).

 2. ამ კოდექსის 116-ე და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით და 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 

 29. 220-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალების მძღოლის, სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომელთათვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“.

 30. 239-ე მუხლის:

 ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“;

 ბ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს.“;

 გ) 601 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „601. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

 31. 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს დროებით ჩამორთმეული მართვის მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით.“.

 32. 250-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, პოლიციელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ სადგომზე. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავს პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.“.

 33. 290-ე მუხლის: 

 ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. ამ კოდექსის 116-ე, 118-ე−119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალდამრღვევს უფლება აქვს, დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მძღოლს აღუდგება მართვის უფლება. მართვის უფლების აღდგენისთვის არ არის სავალდებულო გამოცდის ჩაბარება.“;

 ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ჯარიმის ან/და საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოტანილი დადგენილება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს დაუბრუნდეს მართვის მოწმობა, თუკი იგი მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას, თუ მართვის უფლება შეჩერებულია 6 თვის ვადით, ხოლო თუ მართვის უფლება შეჩერებულია 1 წლის ვადით, ის გადაიხდის დამატებით 1500 ლარის ოდენობის ჯარიმას.“.

 34. XXVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სპეციალური უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება“.

 35. 299-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილებას აღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები.“.

 36. მე-300 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 300. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

 1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილება აღსრულებულად ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

 2. პირს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, მართვის უფლების შეჩერების ვადის შემცირების, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის და ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნების წესებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

 37. 302-ე და 303-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 302. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის შემცირების საფუძველი და წესი

 თუ პირმა პირველად ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გარკვეული ვადით შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია შეუმციროს მას ამ უფლების შეჩერების ვადა; ამასთანავე, ასეთი შემცირება დაიშვება დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ.

 მუხლი 303. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის გამოანგარიშება

 1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სპეციალურუფლებაშეჩერებულად ჩაითვლება ამ უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან, ხოლო მართვის უფლების შეჩერების ვადის გაზრდის შემთხვევაში მძღოლი სპეციალურუფლებაშეჩერებულად ჩაითვლება ამ უფლების შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შესაბამისი თარიღიდან.

 2. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის გასვლისას, აგრეთვე ამ კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად მისი შემცირებისას პირს, რომელსაც დადებული ჰქონდა ეს ადმინისტრაციული სახდელი, დადგენილი წესით დაუბრუნდება ჩამორთმეული დოკუმენტები.“.

მუხლი 2

 1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებად.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-18 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილი უკუძალა.

 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი, მე-3 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენა ამ კანონის ამოქმედების დღიდან ჩაითვლება სამართალდარღვევების პირველად ჩადენად.

 4. 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილის „თ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესებისა და ვადების განმსაზღვრელი ერთობლივი ბრძანების გამოცემა; მათივე ბრძანებით განისაზღვროს იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება.

 მუხლი 3

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ნოემბერი 2013 წ.

N1644-Iს