"საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

"საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 977
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.267
977
17/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
080.000.000.05.001.000.267
"საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961წ, №1; მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ და მე-2 პუნქტებად.

2. ამოღებულ იქნეს 251 მუხლი, 30-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 34-ე, 341 მუხლები, 471 მუხლის მე-2 ნაწილი, 481, 542 მუხლები.

3. კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „გადასახლების, გასახლებისა და ქონების კონფისკაციის გარდა“ შეიცვალოს სიტყვებით „გადასახლებისა და გასახლების გარდა“.

4. კოდქსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პირობითი თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით“ და სიტყვები „აგრეთვე პირებს, რომლებიც პირობით არიან გათავისუფლებულნი თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ამ კოდექსის 542 მუხლის შესაბამისად“; ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „იმ პირის მიმართ კი, რომელსაც მისჯილი აქვს პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით ან რომელიც პირობით არის გათავისუფლებული თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით, - აგრეთვე მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით“.

5. 541 მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან პირობით შრომაში სავალდებულო ჩაბმით.“

6. 57-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს 21 პუნქტი, ხოლო 22 და 23 პუნქტების ჩაითვალოს შესაბამისად 21 და 22 პუნქტებად.

7. კოდექსის 65-ე, 651, 66-ე, 661, 67-ე, 68-ე, 69-ე, 70-ე, 73-ე, 78-ე, 79-ე, 87-ე, 88-ე, 91-ე, 92-ე, 93-ე, 94-ე, 96-ე, 961, მე-100, 1001, 139-ე, 150-ე, 151-ე, 152-ე, 153-ე, 162-ე, 1631, 1693, 1696, 189-ე, 1891, 238-ე, 2422, 243-ე, 252-ე, 2521, მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ქონების კონფისკაციით“, ხოლო 91-ე, 92-ე, 93-ე, 94-ე, 133-ე, 1331, 139-ე, 150-ე, 151-ე, 153-ე, 160-ე, 169-ე, 1693, 1696, 190-ე, 2422, 243-ე, 2441, 2513, 252-ე, 2521, 2525 მუხლებიდან, 96-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 229-ე მუხლის მეორე ნაწილიდან - სიტყვები „ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“.

8. 175-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „იმავე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.

9. 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთიდან სამ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთიდან ორ წლამდე“.

10. 1801 მუხლის პირველის ნაწილის სანქციაში სიტყვები „იმავე ვადით“შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.

11. 202-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ანდა იმ ქონების დამალვა ან  მითვისება, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება’’; ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 ნაწილი.

12. 241-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების სანქციებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით“.

13. 2441 მუხლის სანქციაში სიტყვები „იმავე ვადით’’ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ორ წლამდე“.

14. კოდექსიდან ამოღებულ იქნეს დანართი „ნუსხა ქონებისა, რომელიც სასამართლოს განაჩენით კონფისკაციას არ ექვემდებარება“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961წ., №1, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 129-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 129. გამომძიებლის მოვალეობა  მიიღოს ზომები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად

ისეთი დანაშაულის საქმის გამოძიებისას, რომლის თაობაზე არსებობს საკმაო მონაცემები მისი ჩადენისას მატერიალური ზიანის მიყენების შესახებ, გამომძიებელი მოვალეა, მიიღოს ზომები ამ ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად“.

2. 230-ე მუხლის მე-10 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ქონების შესაძლო კონფისკაციას ან სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას“.

3. 231-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ან ქონების შესაძლებელი კონფისკაციის“.

4. 232-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან ქონების შესაძლებელი კონფიკაციის’’.

5. ამოღებულ იქნეს 314-ე მუხლი.

6. 317-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით პირობით თავისუფლების აღკვეთის“.

7. ამოღებულ იქნეს 319-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 3741 და 3742 მუხლები.

III. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421) 119-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ანდა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი“.

IV. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან პირობით გათავისუფლება მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით.

V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

№977Iს