დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 909-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018494 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 793 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 793. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა 1. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 797 და 798 მუხლები: „მუხლი 797. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება ან სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000-დან 10 000 ლარამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 14 000 ლარის ოდენობით. 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული საქმიანობა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ ხორციელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, – გამოიწვევს გაფრთხილებას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მუხლი 798. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა 1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით.“. 3. 84-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 793 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 4. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 222. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 571, 58-ე, 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798, 821–824 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 5. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე, 57 1, 58-ე–59-ე, 59 3, მე-60, 60 3, 61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4–69 6, 71-ე, 71 1, 72 1−77-ე, 78-ე და 79 1–79 5 მუხლებით, 79 6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79 7, 79 8, 82 1–82 4, 84-ე−86-ე, 87 1–87 3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103 1, 104-ე და 128 2–128 5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1716 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N909-IIს |
დოკუმენტის კომენტარები