საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.029
  • Word
2262
16/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
020.080.000.05.001.002.029
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17310-17311 მუხლები:

��� ��მუხლი 17310. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა

მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა, თუ შემოწირულობის თანხა არ აღემატება 5000 ლარს, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, თუ შემოწირულობის თანხა აღემატება 5000 ლარს, �

გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე.

��� მუხლი 17311. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და გამოქვეყნების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და გამოქვეყნების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, თუ შემოწირულობის თანხა აღემატება 5000 ლარს, �

გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე.�.

2. 1747 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1748�17414 მუხლები:

��� ��მუხლი 1748. წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობის მიღება

წინასაარჩევნო აგიტაციაში იმ თანამდებობის პირების მონაწილეობა, რომლებსაც ეს ეკრძალებათ საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, �

გამოიწვევს თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

��� მუხლი 1749. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა

წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე, ხოლო თანამდებობის პირთა � 800-დან 1200 ლარამდე ან პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.

��� მუხლი 17410. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში

საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებების შენობებში, რომლებიც აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.

��� მუხლი 17411. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე

კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 1200-დან 1500 ლარამდე.

��� მუხლი 17412. პოლიტიკური რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამის განთავსებისა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� მოთხოვნათა დარღვევისათვის, �

გამოიწვევს ტელეკომპანიების დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე, რადიოკომპანიების დაჯარიმებას 700-დან 1000 ლარამდე, ხოლო გაზეთების დაჯარიმებას � 400-დან 500 ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, �

გამოიწვევს ტელეკომპანიების დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე, რადიოკომპანიების დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე, ხოლო გაზეთების დაჯარიმებას � 1000-დან 1500 ლარამდე.

��� მუხლი 17413. საარჩევნო კამპანიის ფონდში ან მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა

საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირის ან მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, გამოიწვევს მათ დაჯარიმებას დამალული თანხის ხუთმაგი ოდენობით.

��� მუხლი 17414. საარჩევნო კამპანიის ფონდის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

საარჩევნო კამპანიის ფონდის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, �

გამოიწვევს საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირის დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, გამოიწვევს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას.�.

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421�422, 425�429 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე�443, 45-ე�56-ე, 57-ე�69-ე, 71-ე�86-ე, 88-ე�912, 921, 922, 94-ე�1002, 103-ე�1051, 1171, 1251, 1281, 1282, 143-ე�1441, 1443�1445, 145-ე, 146-ე, 1471, 148-ე�1542, 1551�156-ე, 1571�1581, 159-ე�1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651�1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 17310, 17311, 1745, 1748�17414 1778�178-ე, 1791�183-ე, 185-ე�1872, 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 1962�1966, 1971 მუხლებით.�.

5. 239-ე მუხლის:

ა) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�24. ამ კოდექსის 1742�1746 და 1748�17414 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.�;

ბ) 30-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) 53-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე ნაწილი:

�54. ამ კოდექსის 17310 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოები.�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 16 დეკემბერი.

№2262_ რს