დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4035-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016150 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 103. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა
1. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა –
გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
2. ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში –
გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1074 მუხლი:
„მუხლი 1074. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა
1. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.“.
3. 1271 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით –
გამოიწვევს ავტოსადგურის მესაკუთრე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.“.
4. 1461 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაგდება, დატოვება ან დაყრა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.“.
5. 148-ე მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:
„3. თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, –
გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
4. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა –
გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაკისრებულ ჯარიმას იხდის 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
6. 151-ე მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში მწვანე ნარგავების შინაური ცხოველის მიერ დაზიანება ან/და განადგურება –
გამოიწვევს შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
1. ჯარიმის გადახდა შინაური ცხოველის მესაკუთრეს არ ათავისუფლებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
2. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი შინაურ ცხოველს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მესაკუთრეს შინაური ცხოველი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. შინაური ცხოველის მესაკუთრე დაკისრებულ ჯარიმას იხდის 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმისა და ცხოველის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება ცხოველის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
7. 2093 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2093. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო
1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
3. ამ კოდექსის 555 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“.
8. 239-ე მუხლის მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“.
9. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მერი.“.
10. 242-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4035-რს
დოკუმენტის კომენტარები