საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 993-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102821
993-IVმს-XIმპ
16/10/2025
ვებგვერდი, 16/10/2025
020000000.05.001.102821
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1741 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლითა და მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ და „ე“−„ზ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა​​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“;

გ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა2“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​​​​​​1−44​​​​​​3, 44​​​​​5, 44​​​​​7−44​​​​​​11, 45-ე−46​​​4​​, 48-ე, 49-ე, 50​​​​​1, 51-ე−55​1, 553, 55​4, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე,  69​​​​​​4, 69​​​​​6, 71-ე, 71​​​​​1, 72​​​​​1−77-ე, 78-ე და 79​​​1−79​​​3 მუხლებით, 79​​4 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 79​​​​​​4 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 79​​​​​5−მე-80, 82​​​​​1−82​​​​​5, 84-ე−86-ე, 87​​​​​1−89​​​​​​3, 91​​​​​2, 91​​​​​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 100​​​2, 103​​​​1, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 116​​​​​4 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​6 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​​​1−128​​​6, 143-ე, 144-ე, 144​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 153​​​​​​3 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 153​​​5 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​​​2, 155​​​​​​​1 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​​​​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 157​​​​​1−158​​​​​​​1 მუხლებით, 158​​​5 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−159​​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​​​​​4, 165​​​1−165​​​​​3, 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 170​​​1 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−171​​​4 მუხლებით, 171​​​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6,   მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172​​​4−172​​​​​​6, 173-ე, 173​​​4−173​​​​​7, 173​​​​​9 და 17314−17316 მუხლებით, 174​​​​1 მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​​​1 და 175​​​​​​2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177​​​​​​8, 177​​​​​​9, 177​​​​​​​11 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​​​1−179​​​​​​3, 181​​​​​​​6, 183-ე, 187-ე, 187​​​​​​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​​3, 196​​​​​​​6 და 197​​​1 მუხლებით, 197​​​​​​3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199​​​​​​1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“.

3. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42​10, 58​3, 86​1, 107​1–107​3, 1075, 108-ე, 1141, 114​2 და 115​1 მუხლებით, 115​2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 116​6 მუხლის პირველი ნაწილით, 116​7 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–118​4, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 127​1 მუხლის პირველი–22 და მე-6–72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129​1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 135​2–135​4, 139​5, 152​7 და 152​8 მუხლებით, 153​3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153​6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 1562–1564 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 1741 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 174​15 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 174​15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174​16–17418, 176​1 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე–181​1, 181​3–1815, 182-ე–182​5, 190-ე, 190​2–191​1 და 198​3 მუხლებით.“.

4. 244-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ფოტო- ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის (მათ შორის, სპეციალური პროგრამის გამოყენებით) წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 ოქტომბერი 2025 წ.

N993-IVმს-XIმპ