„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 09/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.004.064
  • Word
3166
28/06/2010
სსმ, 34, 09/07/2010
020.000.000.05.001.004.064
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 149- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 149. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა

1. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.“.

2. 239- მუხლის:

) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ კოდექსის 513, 533, 55-, 552 და 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 145-, 1461, 148-, 150-, 1501,  151-, 152-, 1534, 159- და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“;

) 61- ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62- ნაწილი:

„62. ამ კოდექსის 149- მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს

საქართველოს პრეზიდენტი                                           . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ივნისი.

3166–რს