საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო
მიღების თარიღი 03/08/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 31/08/1992
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.057
03/08/1992
საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 31/08/1992
080.000.000.05.001.000.057
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

საზოგადოების დემოკრატიზაციის უზრუნველყოფის და საბაზრო ურთიერთობაზე გადასვლის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში:

I. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10):

1. პირველ მუხლში სიტყვები „სსრ კავშირის“  შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“, სიტყვა „სოციალისტური“ ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლში სიტყვა „საბჭოთა“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 6. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, თუ მათ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან მიცემული არიან პასუხისგებაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და არ დასჯილან უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით, პასუხს აგე-ბენ ამ კოდექსის მიხედვით.

უცხოელი მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკაში, საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხს აგებენ ამ კოდექსის მიხედვით მხოლოდ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ შემთხვევაში და თუ ისინი მიცემული არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე“.

4. მე-8 მუხლში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“, სიტყვა „სოციალისტური“ ამოღებულ იქნეს.

5. 81 მუხლის მეორე ნაწილში ციფრები „260-ე“ შეიცვალოს ციფრებით 259-ე“, ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთობის საწესდებო წესების დარღვევა დამამძიმებელ გარემოებაში, როცა მათ შორის არ არის ხელქვეითობის დამოკიდებულება“ (262-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები); ციფრები „265-ე“ შეიცვალოს ციფრებით „262-ე“, სიტყვები „(269-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები)“ შეიცვალოს სიტყვებით „(265-ე მუხლი)“; სიტყვები „275-ე მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტები“ შეიცვალოს სიტყვებით „(275-ე მუხლი)“.

6. მე-12 მუხლის ბოლო ნაწილი ამოღებულ იქნეს.

7. მე-15 და მე-16 მუხლებში სიტყვები „საბჭოთა სახელმწიფოს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

8. დაემატოს კოდექსს 161 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161. ბრძანების ან სხვა მოვალეობის შესრულება

დანაშაულად არ ჩაითვლება ბრძანების ან სხვა განკარგულების, აგრეთვე თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენება.

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან სხვა განკარგულების შესრულებისათვის პირი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით საერთო საფუძველზე.

პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ბრძანების, განკარგულების ან თანამდებობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისათვის, თუ მას ეს მოვალეობა დაეკისრა არამართლზომიერად. პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედობა შეიცავს სხვა დანაშაულის შემადგენლობას“.

9. მე-20 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სოციალისტური“.

10. 22-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სოციალისტური“.

11. 23-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მაწანწალობას ან მათხოვრობას, ანდა სხვაგვარ პარაზიტულ ცხოვრებას“.

12. 25-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობით და“;

ბოლო ნაწილიდან - სიტყვები „სსრ კავშირის და“,

მეოთხე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ქონებრივი სარგებლობის მიღება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით (98-ე მუხლი)“, „უხარისხო, უსტანდარტო ან უკომპლექტო პროდუქციის გამოშვება (160-ე მუხლი)“, „უხარისხო საქონლის გასაყიდად გამოშვება (161-ე მუხლი)“, „წამატება და სხვა დამახინჯება  გეგმის შესრულების ანგარიშგებაში (1631 მუხლი)“, „კერძო მეწარმეობითი საქმიანობა (164-ე მუხლი)“, „სპეკულაცია დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე (165-ე მუხლის პირველი ნაწილი)“, „კომერციული შუამავლობა (167-ე მუხლი)“, „მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისათვის მოქალაქეებისაგან უკანონო გასამრჯელოს მიღება (1692 მუხლის მეორე ნაწილი)“, „შინნახადი მაგარი სპირტიანი სასმელების დამზადება, გასაღება (173-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები)“, „ძვირფასბეწვიანი ტყავის შესყიდვა, გაყიდვა, გაცვლა (1771 მუხლი)“, „სახელმწიფოსათვის ოქროს ჩაბარების წესების დარღვევა (182-ე მუხლის მეორე ნაწილი)“.

13. 251 მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სსრ კავშირისა და“.

14. 26-ე, 27-ე და 28-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სსრ კავშირის და“.

15. 30-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „ორმოცდაათიდან ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ასი მანეთიდან ათას მანეთამდე“, სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათი ათას მანეთამდე“, სიტყვები „სსრ კავშირისა და“ ამოღებულ იქნეს.

მესამე ნაწილში სიტყვები „ოცი მანეთის“ შეიცვალოს სიტყვებით „ორასი მანეთის“.

16. 33-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები მაწანწალობის, მათხოვრობის ან სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრებისათვის (234-ე მუხლი)“.

17. 34-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

18. 35-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მძიმე დანაშაულისათვის იმ პირთა მსჯავრდებისას, რომელთაც მინიჭებული აქვთ საქართველოს რესპუბლიკის საპატიო წოდება ან სამხედრო თუ სხვა წოდება, სასამართლო განაჩენის გამოტანისას გადაწყვეტს მსჯავრდებულისათვის საქართველოს რესპუბლიკის საპატიო წოდების ან საპატიო სამხედრო თუ სხვა წოდების ჩამორთმევის შესახებ წარდგინების იმ ორგანოში შეტანის მიზანშეწონილობის საკითხს, რომელმაც მსჯავრდებულს ეს წოდება მიანიჭა“.

19. 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის“.

20. 37-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლების და აგრეთვე“;

მეორე ნაწილში ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხელმძღვანელობს სოციალისტური მართლშეგნებით“.

21. 44-ე მუხლის ბოლო ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონებისა და“.

22. 46-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო არასრულწლოვანთა ყოფაქცევისას, აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები სსრ კავშირისა და“;

მეექვსე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო არასრულწლოვანის მიმართ, -აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის“.

23. 47-ე და 53-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სოციალისტური“;

24. 471 მუხლის მეოთხე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხოლო არასრულწლოვანთა ყოფაქცევას - აგრეთვე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები სსრ კავშირისა და“;

მეხუთე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტებთან არსებულ არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის“.

25. 49-ე მუხლის პირველი პუნქტიდან და 50-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „149-ე, 223-ე“. 

26. 51-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “სსრ კავშირისა და“ და მესამე ნაწილის მე-3 პუნქტი.

27. 54-ე მუხლის მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი“.

28. 542 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი“.

29. 55-ე მუხლის მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის ან“.

30. 81-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 81. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გაწვევისაგან ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდება

საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გაწვევისაგან ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.

31. განსაკუთრებული ნაწილის მეორე თავის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანაშაული სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების წინააღმდეგ“.

32. 91-ე მუხლის პირველ ნაწილში და 93-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ჯარიმით ასიდან ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯარიმით ხუთი ათასი მანეთიდან ათი ათას მანეთამდე“.

33. 94-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორასიდან ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

34. 982 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 982. ყოფა-ცხოვრებაში ენერგიითა და გაზით სარგებლობის წესების დარღვევა

ელექტრო ან თბოენერგიის, ანდა გაზის თვითნებური გამოყენება ანგარების მიზნით, აგრეთვე ყოფა-ცხოვრებაში ელექტრო ან თბოენერგიით, ანდა გაზით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

35. 103-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სოციალისტური“.

36. 122-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

37. 1251 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

38. 129-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

39. 131-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

40. 1331 მუხლის ბოლო ნაწილი ამოღებულ იქნეს.

41. 135-ე და 136-ე მუხლებში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

42. 137-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“; მეორე ნაწილში სიტყვები „ასიდან სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

43. 138-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“;

მეორე ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

44. 1391 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“;

მეორე ნაწილში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

45. 140-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთი ათას მანეთამდე“.

46. 141-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

47. 1451 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

48. 147-ე მუხლში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

49. 154-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ოთხას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათასიდან ხუთი ათას მანეთამდე“.

50. 155-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

51. 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 159. დანაშაული ისეთ დაწესებულებათა ან გაერთიანებათა საკუთრების წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ

დანაშაული ისეთი დაწესებულებათა ან გაერთიანებათა საკუთრების წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ, ჩადენილი იმ ქონების მიმართ, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, -

ისჯება ამ თავის შესაბამისი მუხლებით“.

52. 162-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთი ათას მანეთამდე“.

53. 176-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

54. 1761 მუხლში სიტყვები „10000 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „25000 მანეთამდე“.

55. 1762 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „15000 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „25000 მანეთამდე“.

მეორე ნაწილში სიტყვები „25000 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „40000 მანეთამდე“.

56. 1763 მუხლში სიტყვები „500 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.
57. 177-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

58. 178-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი ათას მანეთამდე“.

მეორე ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“, სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთი ათას მანეთამდე“.

59. 179-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 179. ნათესებისა და ნარგავების განზრახ დაზიანება

ნათესების, აგრეთვე ხილ-კენკროვანი ან სხვა ნარგავების განზრახ დაზიანება, რამაც სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მეურნეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე“.

60. 1841 მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთი ათას მანეთამდე“.

61. 198-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორას მანეთამდე“.

62. 201-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

63. 202-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთი ათას მანეთამდე“;

მეორე ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

64. 2032 მუხლში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი ათას მანეთამდე“.

65. 2062 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2062. სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა

საქართველოს რესპუბლიკის, ასევე მასში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე“.

66. 207-ე მუხლში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

67. 2081 მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

68. 214-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

69. 2201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2201. მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა პოლიტიკური ხასიათის აქციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა

მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა პოლიტიკური ხასიათის აქციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა, ჩადენილი მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა პოლიტიკური ხასიათის აქციების ორგანიზატორის მიერ მის მიმართ ასეთი მოქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენების შემდეგ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე.

70. 225-ე მუხლის სათაურში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“, ხოლო მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „სსრ კავშირის ან მოკავშირე“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს“.

71. 230-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

72. 2361 მუხლში სიტყვები „ორასიდან სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

73. 237-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

74. 241-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ან მსუბუქი დაზიანება, ან რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“ შეიცვალოს სიტყვით „დაზიანება“, აგრეთვე 241-ე და 2411 მუხლებში სიტყვები „ნასვამ მდგომარეობაში“ შეიცვალოს სიტყვებით „ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ“, ხოლო სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი ათას მანეთამდე“.

75. 2421 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

76. 246-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 246. სახანძრო დაცვის წესების დარღვევა

ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე“.

77. 2481 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

78. 2511 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

79. 252-ე მუხლის ბოლო ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

80. 254-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი ათას მანეთამდე“,

მეორე ნაწილში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთი ათას მანეთამდე“;

მესამე ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „რვა ათას მანეთამდე“.

81. თავი მეთერთმეტე - „სამხედრო დანაშაული“ - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი მეთერთმეტე

სამხედრო დანაშაული

მუხლი 255. სამხედრო დანაშაულის ცნება

სამხედრო დანაშაულად ჩაითვლება ქმედობა, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რეზერვისტის მიერ სასწავლო შეკრების გავლის დროს.

სამხედრო დანაშაულში იმ პირთა მონაწილეობა, რომლებიც მოხსენებული არ არიან ამ მუხლში, იწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

მუხლი 256. ურჩობა

ა) ურჩობა, ესე იგი აშკარა უარი უფროსის ბრძანების შესრულებაზე, აგრეთვე ბრძანების სხვაგვარი განზრახ შეუსრულებლობა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე;

გ) ურჩობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

მუხლი 257. ბრძანების შეუსრულებლობა

ა) უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა, თუ არ არის ამ კოდექსის 256-ე მუხლის „ა“ პუნქტით მითითებული ნიშნები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებაში, - იწვევს საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას;

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 258. წინააღმდეგობის გაწევა უფროსისათვის ან მისი იძულება დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა

ა) წინააღმდეგობის გაწევა უფროსისათვის, აგრეთვე სხვა პირისათვის, რომელიც ასრულებს სამხედრო სამსახურით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ან მისი იძულება, დაარღვიოს ეს მოვალეობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ან იარაღის გამოყენებით, ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე;

გ) ამ მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, თუ იგი დაკავშირებულია უფროსის ან იმ პირის განზრახ მკვლელობასთან, რომელიც სამხედრო სამსახურით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს, ან ჩადენილი იყო ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 259. ძალმომრეობითი მოქმედება უფროსის მიმართ

ა) უფროსისათვის სხეულის დაზიანება ან მისი ცემა მის მიერ სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 260. ხელქვეითის მიერ უფროსისა და უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა

ხელქვეითის მიერ უფროსის, ასევე უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 261. სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება

ა) საყოველთაო სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისას სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე მისი სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობა, ნაწილიდან დათხოვნის, დანიშვნის, გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე;

გ) ოფიცერთა შემადგენლობის, ზევადიანი სამსახურის ან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო პირის მიერ ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე სამსახურში მისი ვადაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზების გარეშე ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე;

დ) ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, თუ თვითნებურად არყოფნა გრძელდებოდა ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

მუხლი 262. დეზერტირობა

ა) დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის დატოვება სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდების მიზნით, აგრეთვე ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა დანიშვნის, გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან, რომელიც ჩაიდინა საყოველთაო სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისას სამხედრო მოსამსახურემ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

გ) დეზერტირობა, ჩადენილი ოფიცერთა შემადგენლობის ან ზევადიანი სამსახურის ან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო პირის მიერ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე;

დ) ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

მუხლი 263. საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისაგან თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით ან სხვა საშუალებით

ა) საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისაგან სამხედრო მოსამსახურის მიერ თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით ან ავადმყოფობის სიმულაციით, ყალბი დოკუმენტის გაკეთებით ან სხვაგვარი მოტყუებით, აგრეთვე უარი საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდაზე -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე;

გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ოფიცერთა შემადგენლობის, ზევადიანი სამსახურის ან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში მიღებულ სამხედრო პირთა მიერ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

მუხლი 264. სამხედრო ქონების გაფლანგვა ან დაკარგვა

ა) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მიცემული იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, ტექნიკური მომარაგების საგნების თუ სხვა სამხედრო ქონების გაყიდვა, დაგირავება, ან სხვის სარგებლობაში გადაცემა (გაფლანგვა), დაკარგვა ან გაფუჭება მათი შენახვის წესების დარღვევის შედეგად -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

მუხლი 265. სამხედრო ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება

ა) იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, თუ არ არის განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ნიშნები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, ან ჩადენილია ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

მუხლი 266. მანქანების ტარების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა

საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის ტარების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა უბედური შემთხვევა ან სხვა მძიმე შედეგი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 267. ფრენის ან ფრენისათვის მზადების წესების დარღვევა

ფრენის ან ფრენისათვის მზადების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა კატასტროფა ან სხვა მძიმე შედეგი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 268. ხომალდის მართვის წესების დარღვევა

ხომალდის მართვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ხომალდის დაღუპვა ან სერიოზული დაზიანება, ადამიანთა მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 269. საყარაულო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა

ა) საყარაულო (სავახტო) სამსახურის საწესდებო წესების და ამ წესების გასავითარებლად გამოცემულ ბრძანებათა, განკარგულებათა და ინსტრუქციათა დარღვევა, ჩადენილი საბრძოლო მასალების, იარაღის, საბრძოლო ტექნიკის საწყობების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის ყარაულში და საგუშაგოებზე, რასაც მოჰყვა მავნე შედეგები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე;

ბ) საბადრაგო ან სადარაჯო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მავნე შედეგები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე;

გ) ამ მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 270. სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესების დარღვევა

სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესების დარღვევა, იმ პირის მიერ, რომელიც შედის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის განაწესის შემადგენლობაში, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 271. საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა

ა) საქართველოს რესპუბლიკის სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობის დასაცავად, ან საქართველოს რესპუბლიკაზე, მოულოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა მძიმე შედეგი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც შედის საბრძოლო ჯგუფეულის, ეკიპაჟის, საგუშაგოს ან სხვა სამორიგეო ქვედანაყოფის შემადგენლობის სამორიგეო ცვლაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

მუხლი 272. შინაგანი სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა

ა) ნაწილის სადღეღამისო განაწესში (ყარაულის და ვახტის გარდა) შემავალი პირის მიერ შინაგანი სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი, რომლის აცდენა ამ პირის მოვალეობას შეადგენდა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 273. სამხედრო საიდუმლოების გახმაურება ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის დაკარგვა

ა) სამხედრო ხასიათის ცნობების გახმაურება, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ნიშნები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე;

ბ) სამხედრო ხასიათის ცნობების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ, ან საგნებისა, რომელთა შესახებ ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ იმ პირის მიერ, ვისაც ეს დოკუმენტები ან საგნები ჰქონდა მინდობილი, თუ დაკარგვა მოხდა აღნიშნულ დოკუმენტებთან ან საგნებთან მოპყრობის დადგენილი წესების დარღვევის შედეგად, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

მუხლი 274. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ხელისუფლების გადამეტება და სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება

ა) უფროსის ან თანამდებობის პირის მიერ ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, უმოქმედობა ან ხელისუფლების გადამეტება, აგრეთვე სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, თუ ეს მოქმედება ჩადენილია სისტემატურად ან ანგარებით, ან სხვა პირადი დაინტერესებით, აგრეთვე თუ მან არსებითი ზიანი გამოიწვია, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში იწვევს საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დისციპლინური წესდების წესების გამოყენებას;
გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

მუხლი 275. მოწინააღმდეგისათვის ომის წარმოების საშუალებათა ჩაბარება ან დატოვება

უფროსის მიერ მისთვის მინდობილი სამხედრო ძალების ჩაბარება მოწინააღმდეგისათვის, აგრეთვე სიმაგრეების, საბრძოლო ტექნიკისა და ომის წარმოების სხვა საშუალებათა დატოვება მოწინააღმდეგისათვის, რაც გამოწვეული არ იყო საბრძოლო ვითარებით, თუ აღნიშნული მოქმედება მტრისათვის ხელის შეწყობის მიზნით არ არის ჩადენილი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

მუხლი 276. იმ სამხედრო ხომალდის დატოვება, როძელიც იღუპება

ა) მეთაურის მიერ, რომელსაც ბოლომდე არ შეუსრულებია თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, აგრეთვე ხომალდის ეკიპაჟის რომელიმე პირის მიერ მეთაურის სათანადო განკარგულების მიუღებლად იმ სამხედრო ხომალდის დატოვება, რომელიც იღუპება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე;

ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.

მუხლი 277. ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვება ან იარაღით მოქმედებაზე უარის თქმა

ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვება ბრძოლის დროს ან იარაღით მოქმედებაზე უარის თქმა ბრძოლის დროს, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტი წლის ვადით.

მუხლი 278. ნებაყოფლობით ტყვედ დანებება

 ნებაყოფლობით ტყვედ დანებება სიმხდალის ან სულმოკლეობის გამო, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტი წლის ვადით.

მუხლი 279. ტყვეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის დანაშაულებრივი მოქმედება

ა) ტყვეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ნებაყოფლობითი მონაწილეობა სამუშაოებზე, რომელთაც სამხედრო მნიშვნელობა აქვთ ან სხვა ღონისძიებებში, რომელთაც წინასწარი შეცნობით შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საქართველოს რესპუბლიკას ან მის მოკავშირე სახელმწიფოებს, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ნიშნები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

ბ) ძალმომრეობა სხვა სამხედრო ტყვეების მიმართ ან სასტიკი მოპყრობა მათდამი უფროსის მდგომარეობაში მყოფი სამხედრო ტყვეს მხრივ -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე;

გ) ტყვედ მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენა, რომელსაც ზიანი მოაქვს სხვა სამხედრო ტყვეებისათვის, ანგარების მოტივით ან მოწინააღმდეგის მხრივ თავისადმი ლმობიერი მოპყრობის უზრუნველყოფის მიზნით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მუხლი 280. მარადიორობა

მოკლულთა და დაჭრილთა ნივთების გატაცება ბრძოლის ველზე (მარადიორობა) -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

მუხლი 281. ძალადობა მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში

ყაჩაღობა, ქონების კანონსაწინააღმდეგო განადგურება, ძალდობა, აგრეთვე სამხედრო აუცილებლობის საბაბით ქონების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევა, ჩადენილი მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.

მუხლი 282. ცუდი მოპყრობა სამხედრო ტყვეებისადმი

ცუდი მოპყრობა სამხედრო ტყვეებისადმი, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი ან რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებულ სისასტიკესთან, ან მიმართულია დაჭრილთა და ავადმყოფთა წინააღმდეგ, აგრეთვე ავადმყოფთა და დაჭრილთა მიმართ მოვალეობის დაუდევარი შესრულება იმ პირთა მიერ, რომელთაც აკისრიათ მათი მკურნალობა, თუ არ არის უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნები, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მუხლი 283. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ნიშნების უკანონოდ ტარება და ამ ნიშნების ბოროტად გამოყენება

საომარი მოქმედების რაიონში წითელი ჯვრის ან წითელი ნახევარმთვარის ნიშნების ტარება იმ პირთა მიერ, რომელთაც ამის უფლება არა აქვთ, აგრეთვე ომიანობის დროს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ალმების ან ნიშნების, აგრეთვე სანიტარიული ევაკუაციის სატრანსპორტო საშუალებებისათვის მიკუთვნებული შეფერადების ბოროტად გამოყენება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

82. ამოღებულ იქნეს კოდექსიდან შემდეგი მუხლები:

„მე-2 (საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის და სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონმდებლობა);

95-ე (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება); 98-ე (ქონებრივი სარგებლობის მიღება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით);  981 (სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების ან მექანიზმების თვითნებური გამოყენება); 99-ე (ნაპოვნი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების მითვისება);

102-ე (დანაშაულებრივ-დაუდევარი დამოკიდებულება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკუთრების დაცვისადმი); 1021 (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დანაშაულებრივ-დაუდევარი გამოყენება ან შენახვა); 121-ე მუხლის (მამათმავლობა) პირველი ნაწილი; 142-ე (პროფესიული კავშირების საქმიანობისათვის ხელის შეშლა); 148-ე (სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონთა დარღვევა); 156-ე (მევახშეობა); 160-ე (უხარისხო, უსტანდარტო ან უკომპლექტო პროდუქციის გამოშვება); 161-ე (უხარისხო საქონლის გასაყიდად გამოშვება); 163-ე (პროდუქციის მიწოდების გეგმებისა და დავალებების სისტემატური შეუსრულებლობა); 1631 (წამატება და სხვა დამახინჯება გეგმის შესრულების ანგარიშგებაში); 164-ე (კერძო მეწარმეობითი საქმიანობა); 167-ე (კომერციული შუამავლობა); 168-ე (ბინების ან ოთახების უკანონო დათმობა); 1691 (სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა); 1692 (მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისათვის მოქალაქეებისაგან უკანონო გასამრჯელოს მიღება); 1694 (ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა); 1695 (ინერტული მასალების მოპოვების მომწესრიგებელი დადგენილებების დარღვევა); 172-ე (აკრძალული სახეობის ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა); 1721 (შემოსავლის შესახებ დეკლარაციის შეტანისაგან თავის არიდება); 173-ე (შინ ნახადი მაგარი სპირტიანი სასმელების გამოხდა, გასაღება, შენახვა); 1731 (სახელმწიფო ან კოოპერატიულ მაღაზიებში პურისა და კვების სხვა პროდუქტების შესყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად); 174-ე (უკანონოდ მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა); 1771 (ძვირფასბეწვიანი ტყავის შესყიდვა, გაყიდვა, გაცვლა); 182-ე (სახელმწიფოსათვის ოქროს ჩაბარების წესების დარღვევა); 2061 (საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის საჯარო შეურაცხყოფა ან მის მიმართ ცილისწამება); 2101 (სსრ კავშირის ორდენის, მედლის, საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა, აგრეთვე ყალბის გაკეთება ან განზრახ განადგურება); 2161 (უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირში ყოფნისა და სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა); 222-ე (საშენი მასალების უკანონო შეძენა); 223-ე (მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის კანონების დარღვევა); 233-ე (მოქალაქეთა პიროვნებისა და უფლებების ხელყოფა რელიგიური წესების შესრულების სახით); 234-ე (მაწანწალობა ან მათხოვრობა ანდა სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრება), 235-ე (აზარტული თამაში); 2501 (კარატეს უკანონო სწავლება).

II. საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., მუხ. 11):

1. 61 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი;

2. მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის“

3. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სოციალისტური“.

4. 91 მუხლში ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას“ და „არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისათვის“;

25-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 117-ე მუხლის მე-6 პუნქტში და 126-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „სახელმწიფო უშიშროების ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით „საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის“.

5. 32-ე მუხლში ციფრების “2422“ შემდეგ დაემატოს ციფრები „255-283“; ამოღებულ იქნეს სიტყვები „160-ე, 1611 მუხლები“;

6. 117-ე მუხლის მეორე პუნქტში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით “საქართველოს რესპუბლიკის“.

7. 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ციფრები და სიტყვები „95-ე, 99-ე, 169-ე, 169, 1694, 1695, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172, 173-ე, 234-ე“, ციფრები „217-223“ შეიცვალოს ციფრებით „217-221-ე, 223“. ამოღებულ იქნეს სიტყვები „2501 მუხლის პირველი ნაწილით“.

მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „1021, 160-ე, 163-ე, 1631, 2161, 233-ე, 235-ე; „ციფრები „139-149-ე“ შეიცვალოს ციფრებით „139-141-ე“; „143-147-ე“, 149-ე“. ამავე ნაწილს სიტყვების „278-287-ე მუხლებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „255-283-ე მუხლებით“. მეოთხე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „98-ე, 981, 102-ე, 161-ე, 164-ე, 172-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1731, 174-ე, 182-ე, 250 მუხლების მეორე ნაწილით“;

ციფრი „121-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „121-ე მუხლის მეორე ნაწილით“, ციფრები „150-156-ე“ შეიცვალოს ციფრებით „150-155-ე“, ციფრები „166-168-ე“ შეიცვალოს ციფრით „166-ე“.

8. 130-ე მუხლის ბოლო ნაწილი და 131-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები ამოღებულ იქნეს.

9. 250-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველ პუნქტში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკას“.

10. 251-ე და 2512 მუხლებიდან სიტყვები „არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის და ინსპექციის“ ამოღებულ იქნეს.

11. 301-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სსრ კავშირის“ და ამ მუხლის მეორე ნაწილი.

12. 370-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის სამართალწარმოების საფუძვლების 54-ე მუხლის შესაბამისად“ და „სსრ კავშირს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

13. მე-400 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „95-ე მუხლით, 1691 მუხლით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 173-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით“.

14. 3742 მუხლის მეორე ნაწილიდან და 375-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მმართველობის ადგილობრივ ორგანოსთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი“.

15. 3743 მუხლიდან და 375-ე მუხლის მეორე ნაწილიდან, 376-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მმართველობის ადგილობრივ ორგანოსთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის ერთობლივი“.

16. 380-ე მუხლის მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და სახალხო დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული სამეთვალყურეო ან არასრულწლოვანთა საქმეების კომისიების ერთობლივი წარდგინებით“.

III. 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421):

1. პირველი მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს რესპუბლიკის კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან“.

3. მე-5, 30-ე და 34-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“.

4. მე-7 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საბჭოთა“.

მეორე ნაწილში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომლებიც სსრ კავშირის კონსტიტუციისა და“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც“;

ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ადმინისტრაციული კომისიების, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიებისა და სხვა მათდამი ანგარიშვალდებული ორგანოების“.

5. მე-8, მე-10, მე-18, მე-19, 230-ე და 237-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სოციალისტური“;

6. მე-17 მუხლში სიტყვები „სსრ კავშირის მოქალაქეთა“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა“; ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“.

7. 21-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეორე ნაწილი, მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ლოთობასთან ბრძოლის კომისია“, ციფრები „163-171-ე“ შეიცვალოს ციფრებით „170-ე, 171-ე“.

8. 23-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საბჭოთა“ და „სოციალისტური“.

9. 24-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეორე და მესამე ნაწილები; მეოთხე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“, ამოღებულ იქნეს სიტყვა „საბჭოთა“.

10. 27-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „ათი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ოცი ათას მანეთამდე“.

11. 28-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის კანონმდებლობა“.

12. 29-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის კანონმდებლობა“.

13. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. გამასწორებელი სამუშაოები

გამასწორებელი სამუშაოები გამოიყენება ექვს თვემდე ვადით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა უნდა მოიხადოს მუდმივ სამუშაო ადგილზე. ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ოც პროცენტამდე. გამასწორებელ სამუშაოებს შეუფარდებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციული მოსამართლე. გამასწორებელი სამუშაოს ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი“.

14. 32-ე მუხლში სიტყვები „თხუთმეტ დღე-ღამემდე ვადით“ შეიცვალოს სიტყვებით „ოცდაათ დღე-ღამემდე ვადით“.

15. 33-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების“.

16. 34-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“.

17. 38-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყევები „სსრ კავშირის“.

18. მე-40 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ადმინისტრაციულ კომისიას, სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას“.

19. 47-ე, 48-ე, 49-ე, 491 მუხლებში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ და „ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“ და „ათას მანეთამდე“.

20. 43-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათი მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

21. 44-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე", სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათ მანეთიდან ხუთას მანეთამდე“.

მეორე ნაწილში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“ და „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „სამას მანეთამდე“ და „ორმოცდაათიდან ხუთას მანეთამდე“.

22. 45-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე“.

23. 46-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

24. 50-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით“, ხოლო შენიშვნაში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთს“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთს“.

25. 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ათას მანეთამდე“.

26. 54-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე“.

27. 55-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორას მანეთამდე“.

28. 56-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე, მეორე ნაწილში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“, მესამე ნაწილში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

29. კოდექსს დაემატოს 561 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 561. ინერტული მასალების მოპოვების რეგულირების წესების დარღვევა

ინერტული მასალების მოპოვების მოწესრიგების შესახებ მთავრობის დადგენილებათა დარღვევა, ჩადენილი პირველად, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათას მანეთამდე;

იგივე ქმედობა ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას თხუთმეტი ათას მანეთამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე“.

30. კოდექსს დაემატოს 562-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 562. სახელმწიფოსათვის ოქროს ჩაბარების წესების დარღვევა

მოქალაქეთა მიერ მიწის წიაღიდან მათ მიერ ამოღებული ოქროს ან სხავა ძვირფასი ლითონის ან ძვირფასი ქვების სახელმწიფოსათვის ჩაბარების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათას მანეთამდე ამოღებულ ფასეულობათა კონფისკაციითვ.

31. 57-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

32. 58-ე და 61-ე მუხლების პირველ ნაწილში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“;

მეორე ნაწილში სიტყვები „ას მანეთამდე" შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე".

33. 62-ე, 63-ე და 64-ე მუხლებში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ას მანეთამდე“ შიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე".

34. 65-ე, 66-ე, 68-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე და 75-ე მუხლებში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

35. 67-ე, 71-ე, 77-ე, 78-ე, 79-ე და მე-80 მუხლებში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

36. 70-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

37. 76-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

მეორე ნაწილში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

38. 81-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

39. 82-ე, 83-ე, 85-ე, 851-ე, 852-ე, 853-ე, 86-ე, და 89-ე მუხლებში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

40. 84-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

41. 90-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

მეორე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

42. 91-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე".

43. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე“.

44. 93-ე მუხლში სიტყვები „ოცდახუთ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

45. 94-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“, სიტყვები „ოციდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

46. 95-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე".

47. 96-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“;

დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე“.

48. 981 მუხლში სიტყვები „ორმოცდაათი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთასი მანეთით“, სიტყვები „ასი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „ათასი მანეთით“.

49. 1001 მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათასი მანეთით“.

50. 1002 მუხლში სიტყვები „ოციდან ას მანეთამდე"“ შეიცვალოს სიტყვებით „ათასი მანეთით“.

51. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების დარღვევა

მძღოლების მიერ ისეთი სატრანსპორტო საშუალებების მართვა, რომელთაც აქვთ უწესივრობა სამუხრუჭე სისტემაში ან საჭის სამართავ მექანიზმში, ან არა აქვთ მარკირება მაშუქებსა და საქარე მინებზე, ან რომლებიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, ან რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით, ან რომლებსაც არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათი მანეთით.

მოტოჩაფხუტებით სარგებლობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარმებას ოცი მანეთით.

შენიშვნა: ამ კოდექსის 116-123-ე და 125-127-ე მუხლებში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება“.

52. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 117. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბება, საგზაო ნიშნების მოთხოვნათა დაუცველობა, მგზავრთა გადაყვანისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა

სატრანსპორტო საშალებათა მძღოლების მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, საგზაო მოძრაობის რეგულირებული სიგნალებისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნების ან გზების სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა დაუცველობა, მგზავრთა გადაყვანის, სატრანსპორტო საშუალებათა გასწრების, გზაჯვარედინების ან საქვეითო გადასასვლელების, საზოგადოებირივი ტრანსპორტის გაჩერებათა გავლის, დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სანათი ხელსაწყოებით სარგებლობის, ხმოვანი სიგნალის მიცემის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ასი მანეთით“.

53. 1171 მუხლში „ორმოცდაათი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „სამასი მანეთით“.

54. 118-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათი მანეთით“ შეიცვალოს შიტყვები „სამასი მანეთით“.

55. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ და სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისაგან თავის არიდებ

მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ, ან სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა ნასვამი ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის, განსაზღვრული წესით სიმთვრალის ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისაგან თავის არიდება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასი მანეთით ან სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას ერთიდან სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში, ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართვის უფლების არმქონე პირისათვის, –

გამოიწვევს დაჯარმებას სამი ათასი მანეთით.“.

56. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, ან სატრასპორტო ან სხვა ქონების დაზიანება, საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა

სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ ამ კოდექსის 116-117-ე მუხლებით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია საავარიო ვითარება ან მოძრაობის შეფერხება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი მანეთით ან მართვის უფლების ჩამორთმევას სამი თვის ვადით.

იგივე დარღვევები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზების, საგზაო და სხვა ნაგებობების ან სხვა ქონების დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი მანეთით ან მართვის უფლების ჩამორთმევას ექვსი თვის ვადით.

საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევა, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ კოდექის 116-119-ე მუხლებით, და რასაც მოჰყვა ამ მუხლების პირველ და მეორე ნაწილებში აღნიშნული შედეგები, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი მანეთით.

იგივე დარღვევები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, საგზაო და სხვა ნაგებობათა დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი მანეთით“.

57. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ან მართვის გადაცემა არასრულწლოვანისათვის

სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს ამ საშუალებათა მართვის უფლება, აგრეთვე სანტრასპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას მანეთამდე.

იგივე დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზების, საგზაო ან სხვა ნაგებობათა, ან სხვა ქონების დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ხუთი ათას მანეთამდე, ან სატრანსპორტო საშუალებათა სასყიდლით ჩამორთმევას.

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა არასრულწლოვანისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალებათა სასყიდლით ჩამორთმევას.

ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც მართავს სხვისი საკუთრების სატრანსპორტო საშუალებას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას მანეთამდე.

სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირი მიერ, რომელსაც თან არა აქვს მძღოლის მოწმობა ან მართვის დროებითი ნებართვა, ან სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასი მანეთით“.

58. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნების გარეშე

სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნების გარეშე, ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნებით, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების სასყიდლით ჩამორთმევას.

იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც მართავდა სხვა პირის ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათასი მანეთიდან ათი ათას მანეთამდე.

შენიშვნა: ის პირები, რომლებიც ამ საშუალებებით სარგებლობენ ინვალიდობასთან დაკავშირებით, დაჯარიმდებიან ათასი მანეთით“.

59. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 123. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მილიციის მუშაკის მოთხოვნის შეუსრულებლობა

მძღოლის მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება, რომლის მონაწილეც თავად არის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი მანეთიდან ორი ათას მანეთამდე, ან სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას, ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სატრანსპორტო საშუალების შეჩერების შესახებ მილიციის მუშაკის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას მანეთამდე, ან მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

60. 124-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 124. ქვეითად მოსიარულეთა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მოძრაობის წესების დარღვევა

ქვეითად მოსიარულეთა, ველოსიპედისტთა, მზიდავთა და გზით მოსარგებლე სხვა პირთა მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალებისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნების ან გზების სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათი მანეთიდან ორმოცდაათ მანეთამდე.

ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა ჩადენა, რასაც მოჰყვა ავარიული ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასი მანეთით.

იგივე დარღვევები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, საგზაო და სხვა ქონების დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასი მანეთით“.

61. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 125. გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა ხაზზე გაშვება და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის სხვა წესების დარღვევები

სატრანსპორტო საშუალებათა ისეთი ტექნიკური უწესრიგობებით ხაზზე გაშვება, რომლის გამოც მათი ექსპლუატაცია აკრძალულია, ან რომელიც გადაკეთებულია ნებართვის გარეშე, ან არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური შემოწმება, ან არ გააჩნიათ მაშქეფსა და საქარე მინებზე მარკირება, ან გამონაფრქვევში აღენიშნებათ გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმებს, –

გამოიწვევს საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა ხელმძღვანელობის ან სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობისა და ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირების დაჯარიმებას სამასი მანეთით“.

62. 126-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 126. სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად დაშვება ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლებისა ან იმ პირებისა, რომელთაც არა აქვს სათანადო მართვის მოწმობა ან სატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო ნომრების გარეშე, ან სხვა სახელმწიფო ნომრებით ხაზზე გაშვება

სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად დაშვება ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლებისა ან იმ პირებისა, რომელთაც არა აქვთ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებათა ხაზზე გაშვება, რომლებიც არ არიან დადგენილი წესით რეგისტრირებული, ან სხვა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნებით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნების გარეშე, –

გამოიწვევს საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ან სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობისა და ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირების დაჯარიმებას სამასი მანეთით“.

63. 136-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 136. გზების, რკინიგზის გადასასვლელებისა და სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა

მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში გზების, რკინიგზის გადასასვლელებისა და სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა ან გზების ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად აკრძალვის ან შეზღუდვის ზომების მიუღებლობა, როცა ამ გზებით სარგებლობა საფრთხეს უქმნის მოძრაობას, –

გამოიწვევს გზების, რკინიგზის გადასასვლელებისა და სხვა საგზაო ნაგებობის მდგომარეობისათვის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასი მანეთით.

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებთან გზების თვითნებურად მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა, გზის პირზე და ტროტუარზე გარე ვაჭრობის წარმოება, რითაც ხელი ეშლება საგზაო მოძრაობას, სათანადო მოძრაობის გარეშე გზის სავალი ნაწილის გადათხრა, არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ სახელმწიფო ავტოინსპექციის მიერ მიცემული მითითებების უგულებელყოფა ან შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების სარემონტოდ მიღება, –

გამოიწვევს საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა ხელმძღვანელების, პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ათასი მანეთით“.

64. 137-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 137. საავტომობილო გზების გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა.

რესპუბლიკური მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ დატოვება, –

გამოიწვევს პირუტყვის მფლობელის დაჯარიმებას ასი მანეთით.

იგივე დარღვევა, რამაც გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, –

გამოიწვევს პირუტყვის მფლობელის დაჯარიმებას სამასი მანეთით“.

65. 146-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

66. 147-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

67. 148-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

68. 149-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ოც მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე“;

მეორე ნაწილში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორას მანეთამდე“.

69. 151-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდევ.

70. 152-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

71. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 172. ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა

მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენა (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ მგდომარეობაში ყოფნა, აგრეთვე მათ მიერ სპირტიანი სასმელების მიღება), –

გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთას მანეთამდე.

წვრილმანი ხულოგნობა ან ხულიგნობა ჩადენილი თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე მოზარდის მიერ, –

გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა დაჯარიმებას ხუთასიდან ათას მანეთამდე“.

72. 1741 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1741. მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა პოლიტიკური ხასიათის აქციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა

მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა პოლიტიკური ხასიათის აქციების ორგანიზაციის და ჩატარების წესის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთას მანეთამდე, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალიწინებით ამ ზომის გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე“.

73. 1742 და 1744 მუხლებში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“, ხოლო სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“.

74. 1743 მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორი ათას მანეთამდე“.

75. კოდექსს დაემატოს 1771 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1771. ლიცენზირების წესების დარღვევა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული ლიცენზიების გაცემისა და ლიცენზიების სარგებლობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ხუთას მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათას მანეთამდე“.

76. 186-ე მუხლში სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე“.

77. 191-ე მუხლში სიტყვები „სსრ კავშირში“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკაში“;

პირველ ნაწილში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“;

მეორე ნაწილში სიტყვები „ათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას მანეთამდე“;

მესამე და მეოთხე ნაწილებში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.

78. 193-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე“, სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორას მანეთამდე“.

79. მე-200 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 200. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ:

1) რაიონის (ქალაქის) სასამართლოები, მოსამართლეები (ადმინისტრაციული მოსამართლეები);

2) შინაგან საქმეთა ორგანოები, სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები და საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოები (თანამდებობის პირები)“.

80. 201-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირთა) კომპეტენციის გამიჯვნა

რაიონის (ქალაქის) სასამართლოების (მოსამართლეები, ადმინისტრაციული მოსამართლეები), შინაგან საქმეთა ორგანოები, სახელმწიფო ინსპექციათა ორგანოები და სხვა უფლებამოსილი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებიც ამ კოდექსითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით მათ გამგებლობას განეკუთვნება“.

81. 202-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 202. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოს შექმნის წესი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით“.

82. 204-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებიც ამ კოდექსის მე-200 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული ორგანოების სახელით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ადგენს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტები და მთავრობის დადგენილებები“.

83. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოები (მოსამართლეები, ადმინისტრაციული მოსამართლეები)

რაიონის (ქალაქის) სასამართლოები (მოსამართლეები, ადმინისტრაციული მოსამართლეები) განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალიწინებულია ამ კოდექსის 45-ე, 46-ე, 47-1002 მუხლებით, 103-1051 მუხლებით, 119-123-ე მუხლებით, 134-138-ე მუხლებით, 141-ე, 142-ე, 143-154-ე მუხლებით, 156-ე, 165-ე, 166-ე, 167-ე, 170-ე, 171-ე მუხლის მესამე ნაწილით, 1723, 173-ე, 1731, 1732, 174-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 175-ე, 176-ე მუხლებით, 180-1881 მუხლებით, 135-139-ე მუხლებით, 192-ე, 195-ე, 1962-1966 მუხლებით“.

84. 209-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები

შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალიწინებულია ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე ნაწილებით, 107-109-ე მუხლებით, 113-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით; 116-118-ე მუხლებით, 124-126-ე მუხლებით, 128-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 131-ე მუხლით (გარდა საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისა), 132-ე, 133-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით.

შინაგან საქმეთა ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 131-ე მუხლით (გარდა საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისა), 132-ე და 190-ე მუხლებით – შინაგან საქმეთა ორგანობის უფროსებსა და მათ მოადგილეებს;

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე ნაწილებით, 107-109-ე მუხლებით, 113-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით – შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსს და მის მოადგილეს, პოლიციის სახაზო პუნქტის უფროსს.

ამ კოდექსის 106-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 107-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, 113-ე მუხლის მეორე ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა გადახდებათ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს. მილიციის სახაზო პუნქტის უფროსის მიერ დადებული ჯარიმის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ორმოც მანეთს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 106-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 107-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით – მილიციის სხვა მუშაკებს, რომელთაც ეკისრებათ ზედამხედველობა შესაბამისი წესების დაცვაზე, ამასთან ჯარიმა გადახდებათ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს;

2) ადმინისტაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1171, 118-ე მუხლით, 124-ე მუხლის მეორე ნაწილით, 125-ე, 126-ე მუხლით, 133-ე მუხლის პირველი ნაწილით, – სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციის ქვეგანყოფილების (განყოფილების) სამმართველოს უფროსს ან უფროსის მოადგილეს, შინგან საქმეთა განყოფილების უფროსს ან უფროსის მოადგილეს. ამგვარ საქმეთა განხილვაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება შრომითი კოლექტივებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს;

3) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 116-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 124-ე მუხლის პირველი ნაწილით – საგზაო-საპატრულო სამსახურის ქვეგანაყოფთა მეთაურებსა და მათ მოადგილეებს, სახელმწიფო საავტომობილო ინსპექტორებს – დაჯარიმებისა ორმოცდაათ მანეთამდე, საგზაო-საპატრულო სამსახურის ინსპექტორებს და სხვა ინსპექტორებს, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს საგზაო მოძრაობის წესების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა ნორმატივების დაცვაზე, – დაჯარიმებისა ორმოც მანეთამდე.

85. 210-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის სახანძრო ზედამხედველობის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს“.

86. 211-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის გზათა სამინისტროს გასამხედროებული დაცვის სამმართველოს განყოფილების უფროსს და მის მოადგილეს“.

87. 212-ე მუხლის მეორე ნაწილის მესამე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის საზღვაო ფლოტის სამინისტროს გასამხედროებული დაცვის რაზმის“.

88. 213-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჰაერო ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეებს, გაერთიანებული ავიარაზმის მეთაურს და მის მოადგილეს, ავიასაწარმოს (აეროპორტის) უფროსს და მის მოადგილეს, ავიასაწარმოს (აეროპორტის) უფროსს და მის მოადგილეს, ავიასაწარმოს (აეროპორტის) გადაზიდვის ორგანიზაციის სამსახურის უფროსს, ინსპექციის (ფრენის უსაფრთხოების ხაზით) უფროსს, საჰაერო ხომალდის მეთაურს, საკონტროლო-სარევიზიო განყოფილების უფროსს და მის მოადგილეს, ამ განყოფილების უფროს რევიზორს, კომერციულ რევიზორს, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარ ექიმს“.

89. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 220. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ორგანოები

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 116-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლის მესამე ნაწილით (რომლებიც ჩადენილია საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების – სამხედრო მოსამსახურეთა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულთა მიერ), 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით;

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით – რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისრებს;

2) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია მ კოდექსის 116-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლის მესამე ნაწილით სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირებს; უფროსს ან მის მოადგილეს, სამხედრო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეს, უფროს ინსპექტორს, ინსპექტორს, აგრეთვე სამხედრო საავტომობილო ინსპექციის შტატგარეშე ინსპექტორებად დადგენილი წესით დანიშნულ ოფიცრებს – გაფრთხილების სახით.

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისა და დაწესებულებების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

ოქმებს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულთა მიერ ჩადენილ იმ დარღვევათა შესახებ, რისთვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელი სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციას“.

90. 221-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 221. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები და დაწესებულებები

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები და დაწესებულებები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევისათვის საქართველოს რესპუბლიკის მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს და მის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს და მათ მოადგილეებს, რაიონული დაყოფის მქონე ქალაქების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს, რაიონული დაყოფის არმქონე ქალაქების, რაიონების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს და პორტების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს“.

91. 223-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეორე აბზაცები ამოღებულ იქნეს.

92. 228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 228. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს სისტემის ელექტროკავშირის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები

საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს სისტემის ელექტროკავშირის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 140-ე მუხლით.

ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ელექტროკავშირის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს უფროსს, კავშირგაბმულობის რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკის) საწარმოო-ტექნიკური სამმართველოების ელექტროკავშირის სახელმწიფო ინსპექციების უფროსებს“.

93. 2291 მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და დაჯარიმების უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ინსპექციის უფროსს და მის მოადგილეებს – ორას მანეთამდე“.

94. 231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნას სიტყვები „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლები, სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებებით“.

მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით“.

95. 235-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის პროკურატურის შესახებ სსრ კავშირის კანონის შესაბამისად“.

96. 239-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

47-ე, 56-ე, 57-ე, 90-ე და 91-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სახტექზედამხედველობის ორგანოები;

47-ე, 48-ე, 49-ე, 491, 51-55-ე, 56-ე, 57-ე, 58-ე, 59-ე, მე-60, 61-ე, 62-75-ე, 77-83-ე, 84-ე, 89-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ გარემოს დაცვის ორგანოები;

ამ კოდექის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სატყეო მეურნეობის ორგანოები და გარემოს დაცვის ორგანოები;

ამ კოდექსის 85-ე, 851, 852, 853, 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის ორგანოები და გარემოს დაცვის ორგანოები;

ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ თევზდაცვის ორგანოები და გარემოს დაცვის ორგანოები;

ამ კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვაზე სახელმწფო ზედამხედველობის ორგანოები.

ამ კოდექსის 119-ე, 123-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები (პოლიცია);

ამ კოდექსის 145-ე, 152-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;

ამ კოდექსის 153-ე, 165-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, საგადასახადო ინსპექციის თანამდებობის პირები ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;

ამ კოდექსის 1742, 1743, 1744 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები ან ამ კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები“.

97. 242-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „76-ე მუხლით (226-ე მუხლის მეექვსე აბზაცით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ ჯარიმის თანხა ხუთ მანეთს არ აღემატება)“; „120-ე მუხლის მესამე ნაწილით, 124-ე მუხლის პირველი ნაწილით“, „აგრეთვე 116-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

98. 243-ე მუხლის მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შენობაში“.

99. 244-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის და“;

მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის კანონმდებლობით“.

100. 246-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „უცხოური ვალუტით და საგადასახადო დოკუმენტებით უკანონო ოპერაციების, წვრილმანი სპეკულაციის, საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმის ან“ და სიტყვები „სსრ კავშირისა და“.

მეორე და მეოთხე პუნქტებში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

101. 247-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“;

მეორე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

102. 248-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის და“;

მეხუთე და მეექვსე ნაწილებში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

103. 249-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“, ხოლო სიტყვები „შინნახად არაყს და სხვა მაგარ სპირტიან სასმელებს, მათ გამოსახდელ აპარატებს საქმის განხილვის შემდეგ გაანადგურებენ“ ამოღებულ იქნეს.

ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის“, ხოლო მეორე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირში“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკაში“.

104. 250-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

105. 252-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 45-ე, 47-1002 მუხლებით, 103-1051 მუხლებით, 141-154-ე მუხლებით, 156-ე, 166-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 175-ე, 176-ე მუხლებით, 180-1831 მუხლებით, 185-189-ე მუხლებით; 192-ე, 195-ე, 1962–1966 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა, თუ იგი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული მოსამართლის (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, ასეთი პირი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ;

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა შემთხვევებიც, როცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გამოცხადება საქმის გადამწყვეტ ორგანოში (თანამდებობის პირთან) სავალდებულოა“.

106. 261-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრები „116–123-ე“ შეიცვალოს ციფრებით „116-118, 124-ე“;

მესამე ნაწილი ამოღებულ იქნეს;

მეოთხე ნაწილში ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“.

107. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „ხოლო ამ კოდექსის 95-ე მუხლით, 121-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით 222-ე მუხლით, 1731 და 1732 მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კოდექსის 47-1002 მუხლებით, 103-1051 მუხლებით, 141-ე, 143–153-ე მუხლებით, 156-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებით, 180-1831 მუხლებით, 185–189-ე მუხლებით, 192-ე, 195-ე, 1962–1966 მუხლებით“;

მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“

108. 264-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ლოთობასთან ბრძოლის კომისიის“.

109. 266-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილება მიიღება გადაწყვეტილების ფორმით“;

მესამე ნაწილში სიტყვები „მე-200 მუხლის 1-4 პუნქტებში“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-200 მუხლის 1-2 პუნქტებში“;

მეშვიდე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“.

110. 268-ე მუხლში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

111. 269-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „1671, 168-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით“.

112. 271-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“.

113. 272-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს; მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სხვა“;

მეორე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი“.

114. 276-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თუ სსრ კავშირის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი“.

115. 279-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული მოსამართლის (მოსამართლის) დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით ადმინისტრაციული მოსამართლის (მოსამართლის) მიერ, აგრეთვე მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი – ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ“.

116. 283-ე და 284-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის კანონმდებლობით“.

117. 287-ე, 290-ე, 294-ე, 297-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირისა და“.

118. 289-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მესამე ნაწილი.

119. 291-ე, 296-ე და 309-ე მუხლებში სიტყვები „სსრ კავშირი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკა“.

120. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე და მესამე აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასამართლო აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; შინაგან საქმეთა ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 167-ე, 176-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1831 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას“;

მეოთხე აბზაცს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს ციფრები „853“.

121. მე-300 მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის“ შეიცვავლოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკის“.

122. 310-ე მუხლში სიტყვები „სახალხო დეპუტათა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს“.

კოდექსიდან ამოღებულ იქნეს მე-3 (სსრ კავშირის კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში); მე-4 (საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში); მე-6 (სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების და მათი აღმასრულებელი კომიტეტის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დარგში); მე-14 (არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობა); 69-ე (თვითნებური თიბვა და პირუტყვის ძოვება, თვითნებურად ველური ხილის, კაკლოვნების, სოკოს, კენკრის მოკრეფა), 127-ე (სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების ან მექანიზმების ანგარებითი მიზნით გამოყენება); 157-ე (საკოლმეურნეო ბაზრებში ვაჭრობის წესების დარღვევა); 158-ე (ხელზე ვაჭრობა დაუწესებელ ადგილებში); 1581 (სამშენებლო მასალების შეძენის წესის დარღვევა); 160-ე (სახელმწიფო ან კოოპერაციულ მაღაზიებში პურისა და კვების პროდუქტების შესყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად); 161-ე (უკანონო ოპერაციები უცხოური ვალუტით და საგადასახადო დოკუმენტებით); 162-ე (უკანონო გაყიდვა საგადასახადო დოკუმენტებისა, რომლებიც შეძენილია უცხოეთის ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლების გარეშე); 163-ე (ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა ან შეძენა); 164-ე (შინამრეწველურ-ხელოვნური რეწვისა და სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის წესის დარღვევა); 1641 (შემოსავლის შესახებ დეკლარაციის შეტანისაგან თავის არიდება); 1671 (გასაღების მიზნის გარეშე შინნახადი არყის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა, აგრეთვე მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა); 168-ე (შინგამოხდილი მაგარი სპირტიანი სასმელების შეძენა); 1681 (მოქალაქეთა მიერ შინ დაყენებული ისეთი ღვინის გაყიდვა, რომელიც მაგარ სპირტიან სასმელებს არ განეკუთვნება); 169-ე (სპირტიანი სასმელების სმა წარმოებაში); 172-ე (მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა მიერ ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა); 1721 (შეჯიბრებებზე ფსონის მიღება კერძო პირების მიერ); 1722 (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც გამოიხატება უცხოელ მოქალაქეებზე გადაკიდებაში მათგან ნივთების შეძენის მიზნით); 1751 (უკანონო მოქმედებანი სახელმწიფო ჯილდოების მიმართ); 178-ე (პროდუქციის სტანდარტიზაციისა და ხარისხის საზომ საშუალებათა ხმარებაში შემოღების, მოვლა-შენახვისა და მათი სარგებლობის წესების დარღვევა); 184-ე (კარატეს სწავლების წესების დარღვევა); 196-ე (ნადირობით მოპოვებული ძვირფასბეწვიანი სახეობის ნადირის ტყავის სახელმწიფოსათვის სავალდებულო ჩაბარებისგან თავის არიდება, ტყავის უკანონო გაყიდვა, შესყიდვა და გადამუშავება); 203-ე (კოლეგიურ სხდომათა უფლებამოსილება); 205-ე (ადმინისტრაციული კომისიები); 206-ე (სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები); 207-ე (არასრულწლოვანთა კომისიები); 2071 (ლოთობის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიასთან ბრძოლის კომისიები); 216-ე (სახსამთოტექზედამხედველობის ორგანოები); 217-ე (სახატომენერგოზედამხედველობის ორგანოები); 218-ე (სსრ კავშირის მანქანათმშენებლობის სამინისტროს და სსრ კავშირის საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს ინსპექციების ორგანოები); 222-ე (სანიტარიული ზედამხედველობის განმხორციელებელი სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამედიცინო სამსახურები); 224-ე (წყლის რესურსების დაცვის ორგანოები); 225-ე (თევზდაცვის ორგანოები); 226-ე (სატყეო მეურნეობის ორგანოები); 227-ე (ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები); 229-ე (სახსოფლტექზედამხედველობის ორგანოები) მუხლები.

 

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ე. შევარდნაძე

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1992 წლის 3 აგვისტო.