დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3000-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020876 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1061−1063 მუხლები: „მუხლი 1061. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა 1. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 3. მატარებლის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 5. მატარებლის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. მუხლი 1062. საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. მუხლი 106 3. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა 1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2111 მუხლი: „მუხლი 2111. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო ამ კოდექსის 1061−1063 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს.“. 3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი: „111. ამ კოდექსის 1061−1063 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 31 მაისი 2023 წ. N3000-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები