საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1747
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1(8), 14/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.468
  • Word
1747
24/12/1998
სსმ, 1(8), 14/01/1999
020.000.000.05.001.000.468
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 16541659 და 2092 მუხლები:

    1. „მუხლი 1654. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა

1. ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა,

გამოიწვევს ემისიის პროსპექტის ხელმომწერი პირების დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

საბროკერო კომპანიების მმართველების, ბროკერების ან იმ პირების მიერ საბოლოო პროსპექტის გარეშე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან პროსპექტის გამოყენება, რომლის დამტკიცებაც შეჩერებული ან გაუქმებულია კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

ემისიის პროსპექტში არსებითი უზუსტობები და არსებითი მოვლენის გამოტოვება,

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.

ემიტენტების, ფასიანი ქაღალდების მფლობელების, საბროკერო კომპანიების მმართველების და ბროკერების მიერ საჯარო შეთავაზების თაობაზე პროსპექტის დამტკიცებამდე ინფორმაციის გახმაურება,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის ან სხვა სათანადო ანგარიშების დადგენილი წესით წარუდგენლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარამდე.

ემიტენტის მმართველი ორგანოს ნებისმიერი წევრის მიერ ემისიის პროსპექტში შესწორებების შეუტანლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1655. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს მიერ ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესების დარღვევა

ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების დადგენილი წესით დემატერიალიზაციის განუხორციელებლობა,

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ მისი საჯარო ფასიანი ქაღალდების შესახებ ჩანაწერების საწარმოებლად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შეურჩევლობა,

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე შეუტყობინებლობა,

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 400 ლარამდე.

ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საჭირო ანგარიშების მოუმზადებლობა ან წარუდგენლობა,

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 2000 ლარამდე.

ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრების მიერ ყალბ ან შეცდომაში შემყვან ანგარიშებზე ხელის მოწერა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე.

პირების მიერ ანგარიშის წარუდგენლობა ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების ისეთი შეძენის თაობაზე, რომლის შესახებაც მათ დადგენილი წესით ევალებოდათ ანგარიშის წარდგენა,

გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ამ პირების დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

პირების მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცხადება და გამოყენება,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

სატენდერო შეთავაზების დადგენილი წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

პირების მიერ მინდობილობის თხოვნასთან დაკავშირებული დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე.

    მუხლი 1656. ლიცენზირების წესების დარღვევა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის იმ მონაწილის მიერ, რომელსაც მოეთხოვება ლიცენზია, ლიცენზიის მიღების გარეშე ოპერაციების განხორციელება, ან ლიცენზირებულად თავის მოჩვენება, ან საქმიანობის გაგრძელება, როდესაც მისი ლიცენზია შეჩერებული ან გამოთხოვილია,

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით.

დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ წარდგენილ განცხადებაში შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შეტანა ან არსებითი ინფორმაციის გამოტოვება,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

    მუხლი 1657. ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესებისა და სხვა წესების დარღვევა საბროკერო კომპანიის მიერ

დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან თანამშრომლის მიერ „მოკლე“ გაყიდვის, სესხის აღების და სამარჟო ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

ჟურნალებში, ჩანაწერებში და საანგარიშგებო მოთხოვნებში დარღვევები,

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე.

ბროკერების მიერ ქცევის შესახებ კომისიის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარამდე.

    მუხლი 1658. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო, კონფიდენციალურობის მოთხოვნებისა და წესების შემუშავების პროცედურის დარღვევა

საანგარიშგებო მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარამდე.

წესების შემუშავების დადგენილი პროცედურის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე.

კონფიდენციალურობის მოთხოვნების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

    მუხლი 1659. ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის სხვა წესების დარღვევა

პირის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარამდე.

პირის მიერ კანონის დარღვევით ვაჭრობა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარამდე.

პირის მიერ კანონის დარღვევით საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა იმ საფონდო ბირჟის (ბირჟების) გარეთ, რომლებზეც ხორციელდება ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე.

პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება (ინსაიდერული ვაჭრობა),

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

პირის მიერ ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარამდე.

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე თაღლითობასა და მანიპულაციაში პირის მონაწილეობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარამდე.

    მუხლი 2092. ფასიანი ქაღალდების კომისია

ფასიანი ქაღალდების კომისია განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1654-1659 მუხლებით. ფასიანი ქაღალდების კომისიის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარეს ან წევრს“.

2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე ნაწილი:

„ამ კოდექსის 1654-1659 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ ფასიანი ქაღალდების კომისიის საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები“.

3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრების „1651“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1654-1659“.

4. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრების „164-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1654-1659“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1747რს