დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5594-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016575 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:
„21. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ შეშის დამზადება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე −
გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“.
2. 1282 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 ნაწილები:
„51. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ მოპოვებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ხე-ტყის ტრანსპორტირება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი დოკუმენტის გარეშე −
გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.
52. ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 23 დეკემბერი.
№5594-რს
დოკუმენტის კომენტარები