საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1835-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017309
1835-რს
24/12/2013
ვებგვერდი, 03/01/2014
020000000.05.001.017309
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 583 მუხლი:

„მუხლი 583. სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში, ანდა მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე

სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში, ანდა მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“.

2. 1182 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში.“.

3. 120-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.“;

გ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.“.

4. 1211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ან მის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

2. „B“ კატეგორიის ან „A1“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ ამ მუხლით ან ამ კოდექსის 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.

5. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.  

3. გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით (გარდა მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით.

3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით.

7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

6. 125-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.“;

ბ) 62 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 ნაწილი:

„63. სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა −

გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“. 

7. 1271 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.“. 

8. 1291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1291. ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით

გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს  11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას, −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

შენიშვნა:

1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას, ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) იმ ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად; 

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით; 

გ) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე) თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის კორექტირებას, ჩამოცლას/დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ დაცულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და შემდგომ ტრანსპორტირებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ ჯარიმის იძულებითი გადახდევინება პრიორიტეტულად განახორციელოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადებით ან/და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.“.

9.  209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 1071−1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 172-ე მუხლით, 17415 მუხლით (გარდა მე-4 ნაწილისა), 1761 მუხლით, 1811 მუხლის პირველი ნაწილით, 1821, 1822, 190-ე და 1902 მუხლებით და 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).

2. ამ კოდექსის 116-ე და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებითა და 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 

10. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 583,  59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე–65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 1461 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

11. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 დეკემბერი 2013 წ.

N1835-რს