საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2592-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020773
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2592-XIმს-Xმპ
09/02/2023
ვებგვერდი, 24/02/2023
020000000.05.001.020773
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1761  და 1762 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1761. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან/და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება

1. 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან/და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება –

გამოიწვევს თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 1762. ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაში

1. ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაში −

გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.“.

2. 176მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 176​5. დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება

1. დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის დაშვება −

გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1766 მუხლი:

„მუხლი 1766.  „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.“.

4. 219-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 155​​​​​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171​​​​​5 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 176​​​​4−1766  და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 42​​​10 მუხლით, 82​​​​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 3​​​1 და 32 ნაწილებითა და 129​​​1, 157-ე, 174​​​17, 177​​​14, 177​​​​​15, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“;

ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კოდექსის 42​​​10 მუხლით, 82​​​​​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 155​​​​​3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155​​​​​5 მუხლით, 155​​​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​​​​​5 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 174​​​17, 1764−1766, 177​​​​​15 და 1793 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 153​​​​​7, 153​​​8, 153​​​10−153​​​12 და 176​4−176მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.

5. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 82​​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 91​​​3 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-ე, 153​​​​1, 153​​​5, 155​1−155​​​​​3, 155​​​5 და 1556 მუხლებით, 155​​​7 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155​​​9, 155​​​10, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644 და 165-ე–165​3 მუხლებით, 171​​​4 მუხლის მე-2 ნაწილითა და 171​​​5, 1764−1766, 178-ე, 179​​3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 4210 მუხლით, 1271 მუხლის 31 და 3​2 ნაწილებითა და 174​17 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3963 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2592-XIმს-Xმპ