დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2023 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.003.726 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) 442 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა
1. სამედიცინო/საექიმო საქმიანობა სახელმწიფო ლიცენზიის/სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.
2. სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 6 ნოემბერი.
№2023–IIს
დოკუმენტის კომენტარები