საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3434-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021005
3434-XIმს-Xმპ
30/06/2023
ვებგვერდი, 20/07/2023
020000000.05.001.021005
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-60 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა

1. საერთო წყალსარგებლობის წესების  დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის გარეშე, ან შესაბამისი წყალსარგებლობის ნებართვის პირობების დარღვევით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე.

3. წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე, ან წყალჩაშვების ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, ასევე, წყლის ობიექტში მავნე ნივთიერებების (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტის დატვირთვის ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.

4. ამ მუხლის პირველ−მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.“.

2. 61-ე და 611 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატა­ციის წესების დარღვევა

1. წყალსამეურნეო, წყალდამცავი და ნაპირდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 250 ლარამდე.

მუხლი 611. წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა

1. წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მომხდენი ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე.

2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ივნისი 2023 წ.

N3434-XIმს-Xმპ