საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17-18, 09/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.196
648
17/04/1997
პარლამენტის უწყებანი, 17-18, 09/05/1997
080.000.000.05.001.000.196
საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მე-2 აბზაცში სიტყვების „(1631 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ანდა ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანება ან მათი არამიზნობრივად გამოყენება (164-ე მუხლის მეორე ნაწილი)“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 164-ე მუხლი:

„მუხლი 164. ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ანდა ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანება ან მათი არამიზნობრივად გამოყენება

ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტიდან, ანდა სახელმწიფო სპეციალური, სარეზერვო თუ სხვა მიზნობრივი საბიუჯეტო ფონდიდან სოციალური ან საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიების, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტის ან სხვა მიზნობრივი პროგრამის დასაფინანსებლად ტრანსფერტის, მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხის, მიზნობრივი ინვესტიციის ან სხვა სპეციალური სუფსიდიის სახით გამოყოფილი, ანდა ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტისა თუ სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების დანიშნულებისამებრ გადარიცხვის, გადაგზავნის ან გაცემის დაგვიანება, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანდა სახელმწიფოს, აგრეთვე სათანადო ნებართვის გარეშე აღნიშნული ფულადი სახსრების არამიზნობრივად ან არადანიშნულებით გამოყენება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ანდა თანამდებობიდან დათხოვნით, ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასიდან ოთხას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა რამაც მნიშვნელოვანი ზარალი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ ორგანიზაციებში საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ან სხვა მატერიალურად პასუხსაგები თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან უამისოდ“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 126-ე მუხლის მესამე ნაწილში რიცხვის „1611“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „164“.

III. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1653 მუხლი:

„მუხლი 1653. ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ანდა ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანება

ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტიდან, ანდა სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიების, სხვა მიზნობრივი პროგრამის დასაფინანსებლად ან სხვა სპეციალური დანიშნულებით გამოყოფილი, ანდა ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი, ანდა სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების დანიშნულებისამებრ გადარიცხვის, გადაგზავნის, განაწილების ან გაცემის არასაპატიო მიზეზით დაგვიანება, - გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე“.

2. 208-ე მუხლში რიცხვის „1652“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „1653“.

3. 239-ე მუხლის მე-15 ნაწილში რიცხვის „163“-ე შემდეგ დაემატოს რიცხვი „1653“.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                            ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 17 აპრილი.

N648