დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარაღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4687-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110601018, 01/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016328 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 116-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. პირის მიერ მისთვის 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.
2. 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მართვის მოწმობა ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობა, ხოლო ამ მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;“.
3. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა სამართალდარღვევისათვის, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
4. 1211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მძღოლის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ მძღოლის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
2. პირის მიერ მისთვის 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლით, აგრეთვე ამ კოდექსის 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.
შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
2. ჯარიმის იძულებით აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 17 მაისი.
№4687-Iს
დოკუმენტის კომენტარები