დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2963 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/08/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 10/09/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.370 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1392, 1393 და 1394 მუხლები:
„მუხლი 1392. ტრანსპორტის შესაბამის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
ტრანსპორტის სფეროში ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ შესაბამის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.
მუხლი 1393. ტრანსპორტის სფეროში ლიცენზირების ან/და ნებართვის წესების დარღვევა
პირის მიერ ტრანსპორტის სფეროში სათანადო ლიცენზიის ან/და ნებართვის გარეშე საქმიანობა, ან შესაბამისი ლიცენზიის ან/და ნებართვის პირობების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.
მუხლი 1394. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულების ვადების დარღვევა
„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულების ვადების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.“.
2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე ნაწილი:
„47) ამ კოდექსის 1392, 1393 და 1394 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ტრანსპორტის შესაბამის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ადმინისტრაციების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 14 აგვისტო.
№2963_რს
დოკუმენტის კომენტარები