საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 907-IIIრს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102811
907-IIIრს-XIმპ
02/07/2025
ვებგვერდი, 09/07/2025
020000000.05.001.102811
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მოთხოვნების დარღვევა

1. შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2−მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს, −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარების ვალდებულების დარღვევა −

გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4. შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

5. შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა −

გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას  1 500 ლარის ოდენობით.

6. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე −

გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას  3 000 ლარის ოდენობით.  

7. შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების აკრძალვის მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე იურიდიული პირისა − 10 000 ლარის ოდენობით.

8. შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა −

გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას.

9. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.

10. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1032−1034 მუხლები:

„მუხლი 1032. შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების მოთხოვნების დარღვევა

1. შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და საავადმყოფოში, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ბინადარ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − საბლის ან ალიკაპის ან ხელში აყვანის ანდა სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

მუხლი 103 3. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა

1. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგისტრაციის გარეშე −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 103 4 . „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

1. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. შინაური ბინადარი ცხოველების კერძო თავშესაფრის, შინაური ბინადარი ცხოველების საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

3. შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით −

გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზიის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“.

3. 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, –

გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

4. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა –

გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

4. 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება –

გამოიწვევს შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

5. 2093 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 465, 466, 552, 555, 556 და 771 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1072–1074  მუხლებით, 1142  მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1252–1254  მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე–1355, 1461, 148-ე და 150-ე–1503  მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522–1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1562, 1564, 1583  და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 1728 და 1729 მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 290მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე–1355, 148-ე და 1501–1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე, 1522–1529, 1534, 1539, 1562, 1564, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).

4. ამ კოდექსის 552, 555, 556, 642, 771, 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4–51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე–1355, 1461, 148-ე და 1501–1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512, 152-ე და 1522–1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“.

6. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 1033, 103და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“.

7. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 465, 466, 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე, 1523, 1533, 1536, 1584, 1591, 1728 და 1729 მუხლებითა და 17210 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

8. 242-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4411 მუხლებით (ადმინისტრაციული სახდელის ელექტრონულად დადების შემთხვევაში), 4412, 1033 და 103 მუხლებით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ფორმდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა მის მიერ ამ კოდექსის 4412, 1033, 1034 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისა, აგრეთვე ამ კოდექსის 442, 443, 445 და 447–4411 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისთვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერისა.“;

გ) 32 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​​​2. ამ კოდექსის 1033, 1034 და 1796−179​9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;

დ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კოდექსის 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 209მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით ივსება.“.

9. 243-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ კოდექსის 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა.“.

10. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 142-ე და 154-ე მუხლებით, 1741 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 51 1 , 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3, 55 5, 55 6, 58 2, 59 2, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1, 96 2, 96 4, 99-ე, 100 1, 100 2, 103-ე, 103 2 და 103 3 მუხლებით, 103 4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 104-ე, 105 1, 107 1, 141-ე, 143-ე−144 1, 144 3−144 5, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე−150 1, 151 1, 152-ე, 152 2−152 9, 153-ე, 154 1, 154 2, 156-ე−158 1, 159-ე, 159 5−159 9, 163-ე, 164-ე, 166 1, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 1 მუხლით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 179 1, 180-ე−183 1, 185-ე−185 2, 187-ე, 187 1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3, 196 6 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“.

11. 2906 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 103-ე, 1032 და 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 103-ე მუხლის პირველი−მე-8 ნაწილებისა და პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 103-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილები და პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 1032 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 103-ე მუხლის მე-2−მე-7 ნაწილები და პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 1033 და 1034 მუხლები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2025 წ.

N907-IIIრს-XIმპ