დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 241 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/05/1993 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 7, 13/05/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.066 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და სხვა ორგანიზაციების მიერ მიმოქცევაში კუპონების გამოყენების წესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1531 მუხლი:
„მუხლი 1531. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში კუპონების გამოყენების წესების დარღვევა
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში კუპონების გამოყენების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას მინიმალური ხელფასის ნახევრიდან ხუთ მინიმალურ ხელფასამდე“.
2. დაწესდეს, რომ 1531 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ სასამართლოები.
3. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე
თბილისი,
1993 წლის 13 მაისი.
№241-IIს
დოკუმენტის კომენტარები