საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25(32), 02/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.602
  • Word
2130
22/06/1999
სსმ, 25(32), 02/07/1999
020.000.000.05.001.000.602
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1739 მუხლი:

    „მუხლი 1739. შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა

შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით, ხოლო თანამდებობის პირისა შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.“.

2. 239-ე მუხლის მე-20 ნაწილში ციფრის „1737“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1739“.

3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრის „1737“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1739“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2130IIს