საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1770
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 10/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.155
  • Word
1770
22/11/2002
სსმ, 31, 10/12/2002
020.000.000.05.001.001.155
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 153-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის), აგრეთვე იმპორტიორის მიერ მომხმარებლისათვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-5 ნაწილები:

„4. რეალიზატორის მიერ პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების გარეშე, აგრეთვე ქართულ ენაზე არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე.“.

2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე ნაწილი:

„43. ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3–5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 22 ნოემბერი.

№1770–Iს