კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ

კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1842
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 15/08/1988
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1988
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.034
1842
15/08/1988
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1988
020.000.000.05.001.000.034
კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ

მასობრივ ღონისძიებათა ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის, მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაწესდეს, რომ კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა ან ჩატარების წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას სამას მანეთამდე, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, ან კრების, მიტინგის, ქუჩაში მსვლელობის, დემონსტრაციის ორგანიზატორის მიერ – გამოიწვევს დაჯარიმებას ათას მანეთამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.

კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციის ან ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა, ჩადენილი კრების, მიტინგის, ქუჩაში მსვლელობის ან დემონსტრაციის ორგანიზატორის მიერ ასეთივე მოქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენების შემდეგ, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და დაისჯება ჯარიმით ორი ათას მანეთამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს შინაგან საქმეთა ორგანოების (მილიციის) ან სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

კრებების, მიტინგების, ქუჩაში  მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის დაკავებულ პირებს სახალხო მოსამართლის მიერ საქმის განხილვამდე ამყოფებენ დაკავებულთა მოთავსების ადგილებში.

საქმეებს ამ ბრძანებულების I მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ დარღვევათა შესახებ ერთპიროვნულად, სამი დღის განმავლობაში განიხილავს სახალხო მოსამართლე.

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანისას მოსამართლეს უფლება აქვს დაავალდებულოს დამრღვევი, რომელიც მოცემული ადგილის მცხოვრები არ არის, დატოვოს ეს ადგილი. მოსამართლის ასეთ მითითებათა აღსრულების წესს ადგენს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტროსა და სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ მითითებათა აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდევინება ხდება კანონით დადგენილი წესით.

3. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 420) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) 1741 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1741. კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა

კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა ან ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას სამას მანეთამდე, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, ან კრების, მიტინგის, ქუჩაში მსვლელობის, დემონსტრაციის ორგანიზატორის მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას მანეთამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე“.

2) 24-ე მუხლის მეორე ნაწილს დაემატოს შემდეგი წინადადება: „სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება დაწესდეს საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებითაც“.

3) 27-ე მუხლის მესამე ნაწილს დაემატოს სიტყვები „სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფასთან დაკავშირებული დარღვევებისათვის შეიძლება დაწესდეს ჯარიმა ათას მანეთამდე“.

4) 173-ე მუხლს სიტყვების „სახალხო რაზმელის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის“.

5) 208-ე მუხლს ციფრის „173-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1741“.

6) 246-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევის“;

სიტყვები „ან სახალხო რაზმელის“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო რაზმელის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის“.

7) 247-ე მუხლის:

პირველ ნაწილში სიტყვები „იმ შემთხვევების გარდა, როცა განსაკუთრებული აუცილებლობის გამო სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით დაწესებულია ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები“ შეიცვალოს სიტყვებით „გამონაკლის შემთხვევებში განსაკუთრებული აუცილებლობის გამო სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები“;

მესამე ნაწილს სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან დაარღვია კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობებისა და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესი“.

8) 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „142-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „142-ე და 1741 მუხლებით“.

9) 279-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრის „173-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1741“.

4. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) 30-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში“ შეიცვალოს სიტყვებით „სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში“.

2) დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2201 მუხლი:

„მუხლი 2201. კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა

კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა ან ჩატარების წესის დარღვევა, ჩადენილი კრების, მიტინგის, ქუჩაში მსვლელობის ან დემონსტრაციის ორგანიზატორის მიერ ასეთი მოქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენების შემდეგ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით, ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე“.

3) 2071 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „მილიციის მუშაკისა ან სახალხო რაზმელისათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის“.

4) 2081 მუხლში სიტყვები „სახალხო რაზმელისა“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო რაზმელის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის“.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის ბრძანებულება (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1988 წ., № 3, მუხ. 40).

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                                  პ. გილაშვილი.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                          ვ. კვარაცხელია.

 

თბილისი, 1988 წლის 15 აგვისტო.

№ 1842 – XI